ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

თეონა აქუბარდია - აბსოლუტურად ზედაპირული და ხელოვნურია ის სიხარული, რომ თუ ტრამპი გაიმარჯვებს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში, „ქართული ოცნება“ გადარჩება

ნახვები: 590 თეონა აქუბარდია - აბსოლუტურად ზედაპირული და ხელოვნურია ის სიხარული, რომ თუ ტრამპი გაიმარჯვებს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში, „ქართული ოცნება“ გადარჩება

აბსოლუტურად ზედაპირული და ხელოვნურია ის სიხარული, რომ თუ ტრამპი გაიმარჯვებს, „ქართული ოცნება“ გადარჩება. ეს არის ბოდვა და მორიგი მანიპულაცია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

დეპუტატის განმარტებით, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს საპრეზიდენტო არჩევნებში, აშშ-ს „ინსტიტუციური დამოკიდებულება“ გაგრძელდება, როგორც რუსეთთან, ისე დემოკრატიასთან მიმართებით.

„საქართველოსთვის მნიშვნელობა არ აქვს ტრამპს აირჩევს ამერიკელი ხალხი თუ დემოკრატების ლიდერს. ერთი მხრივ, გვახსოვს ტრამპის პრეზიდენტობაც, ისევე როგორც „ქართული ოცნების“ კრიტიკა ამ პერიოდში. იმავდროულად, ვიცით, ტრამპის დამოკიდებულება, განსაკუთრებით, ჩინეთთან მიმართებით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად გაიხადა და აშშ ჩაანაცვლა. ამიტომ, აბსოლუტურად ზედაპირული და ხელოვნურია ის სიხარული, რომ თუ ტრამპი გაიმარჯვებს, „ქართული ოცნება“ გადარჩება. ეს არის ბოდვა და მორიგი მანიპულაცია. ამიტომ, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო პოსტზე, მნიშვნელოვანი გაგრძელება იქნება იმ ინსტიტუციური დამოკიდებულების, რომელიც რუსეთთან დაკავშირებით არსებობს, ისევე როგორც, დემოკრატიასთან დაკავშირებით. დემოკრატიის ხაზს „ქართულმა ოცნებამ“ რომ გადაუხვია, ამიტომაც არის ურთიერთობები გადახედილი და ამიტომაც არის დაკეტილი კარი ნატო-სა და ევროკავშირში“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა