მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

რატი ბრეგაძე - ბატონი ივანიშვილი, თუ ის გადაწყვეტს და იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი

ნახვები: 604 რატი ბრეგაძე - ბატონი ივანიშვილი, თუ ის გადაწყვეტს და იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, თუ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას და მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება, მისი არჩევის შემთხვევაში, ის საქართველოს ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტი იქნება.

აღნიშნული პასუხი მინისტრმა ჟურნალისტებს გასცა კითხვაზე - შესაძლოა თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილი მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს?

„ბატონი ივანიშვილი, თუ ის გადაწყვეტს და იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტი იქნება, თუმცა ვინ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი არ ვიცი”, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, როგორც იუსტიციის მინისტრი აცხადებს, მმართველი პარტია "შთამბეჭდავ გამარჯვებას გეგმავს".

„ქართული ოცნება“ არჩევნებზე გეგმავს შთამბეჭდავ გამარჯვებას. რა შანსი აქვს ოპოზიციას, ეს, რა თქმა უნდა, ამომრჩევლის გადასაწყვეტია, თუმცა მათი ქმედებებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მათი შანსი არის მინიმალური. მათი მაქსიმუმი არის საარჩევნო ბარიერის გადალახვა, ისიც ვფიქრობ, რომ ძალიან გაუჭირდებათ“,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა