თინა ბოკუჩავა - ევროპარლამენტში რეზოლუციას მიიღებენ, რომელიც იქნება ერთგვარი წითელი ხაზი, რის შემდეგაც „ქართულ ოცნებასა“ და ევროკავშირს შორის ურთიერთობის აღდგენა შეუძლებელია
“ექსპო ჯორჯიაში”, თიბისის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა ჩატარდება
თიბისის ESG აკადემია, თბილისში, ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, ტრენინგს - „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“ ჩაატარებს
ნიკა მელია - ივანიშვილმა თუ ვინმე დაამცირა, თუ ვინმეს აგრძნობინა, რომ არაფერს წარმოადგენენ, ეს „ქართული ოცნების“ დეპუტატები და ამომრჩევლები არიან
Blinken after G7 meeting: support for Ukraine must remain strong
ირანის საგარეო უწყება - მივესალმებით ლიბანის წინააღმდეგ ისრაელის აგრესიის დასრულებას
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ცეცხლის შეწყვეტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდება ლიბანში
თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის კმ133-კმ158 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

ქართული ცეკვა/ Georgian Dance

03.09.2020 ნახვები: 1166

ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ჩვენამდე მოღწეული არქეოლოგიური და უძველესი ლიტერატურული ძეგლებით დასტურდება, რომ ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ისტორიული წინამორბედი სამონადირეო ცეკვა „ფერხულია", რომელიც ნაყოფიერების ღმერთის პატივსაცემად შესრულებულ რიტუალს ჰგავს. დროთა განმავლობაში მას მოყვა მნიშვნელოვანი ცეკვები: „ქართული", „ხორუმი", „სვანური", „ხევსურული", „აჭარული" და სხვ.
საერთოდ, ასამდე ქართული ცეკვაა ცნობილი და თითოეული მათგანისთვის დამახასიათებელია ცეცხლოვანი ტემპი და სააზროვნო ელემენტები.
ქართველებს, მთებში მოფარიკავე ვაჟკაცური ცეკვების გარდა, წყვილთა რომანტიკული ხასიათის ცეკვაც მრავლად აქვთ. ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალად ცეკვა „ქართული" მიიჩნევა _ სადარბაზო, სატრფიალო, საარშიყო, ქალ-ვაჟის უძველესი და რომანტიკული ცეკვა. ეს თეატრალიზებული სინთეზური სანახაობა ქართული კულტურის წიაღში XI-XII საუკუნეებში ჩაისახა.
ქართული ცეკვა ხასიათდება სისწრაფით, მიმიკით, თავდაჭერილობით, ჰარმონიული მოძრაობებით, რასაც ხშირად თან ახლავს შეძახილები, სიმღერა ან _ ტაში. ქართული ცეკვა მსოფლიოს სხვა ხალხების ცეკვისგან უძლიერესი ემოციით გამოირჩევა. უცხოელებს სწორედ ეს აჯადოებს და ხიბლავს. დროთა განმავლობაში ქართული ცეკვა თეატრალიზებული გახდა და კლასიკური ბალეტის სიმაღლემდე ავიდა. ქართული ცეკვა თანამედროვეობას ფეხდაფეხ მიჰყვება და ახალ ილეთებს იძენს, რაც ტრადიციულ ფესვებს ორიგინალურად ერწყმის.
ქართული ცეკვის ქორეოგრაფები ყოველი ახალი ცეკვის შექმნისას იმაზე ფიქრობენ, რომ ცეკვაში ქართული ხასიათი და ადათ-წესები ჩადონ, მაგრამ, ამავდროულად, უცხო მაყურებლისთვისაც გასაგები იყოს.
ქალთა ცეკვებში მაყურებელს ხიბლავს უმანკოება, მოკრძალებულობა და კეთილშობილური გრაცია; ვაჟთა ცეკვები კი შესანიშნავად გახსნილი, ემოციური და მთიელი კაცის ტემპერამენტითაა დატვირთული.
ქართული ცეკვების კიდევ ერთი თავისებურება ისაა, რომ იგი თითქმის ყველა კუთხის ცხოვრებასა და ადათს გადმოსცემს.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მაყურებელი ქართული ცეკვის ხელოვნებას კარგად იცნობს. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს „ქართული ნაციონალური ბალეტი _ სუხიშვილები", ასევე ანსამბლები _ „ერისიონი" და „რუსთავი".

----

Georgian national choreography has many-centuries history. Archeological and ancient literary monuments, preserved to nowadays prove that historical predecessor of Georgian national choreography was hunters' dance "perkhuli', which resembles the ritual, performed in the honor of the god of fertility. In the course of time, other important dances followed: "Kartuli", "Khorumi", "Svanuri", "Khevsuruli", "Adjaruli", etc.
In general, about hundred Georgian dances are known and each of them is characterized by fiery tempo and intellectual elements.
In addition to dances of fencing warriors in the mountains, Georgians have many romantic dances too. Dance "Kartuli" - amorous, flirtatious oldest romantic dance of a woman and a man, danced in the ballroom - is considered to be the peak of Georgian national choreography. This theatrical synthetic performance took origin in the bosom of Georgian culture in XI-XII c.c.
Georgian dance is characterized by agility, mimics, self-control, harmonious movements, often accompanied by shouting, song or clapping. Georgian dance is distinguished from dances of other nations by powerful emotion. It enchants and fascinates foreigners. In the course of time Georgian dance became theatrical and rose up to the height of classical ballet. Georgian dance closely follows contemporary time and obtains new modes, originally merging with traditional roots.
When creating new dance, choreographers of Georgian dances are thinking about including Georgian character and customs and ways in the dance, but, at the same, make in understandable for foreign spectator.
In women's dances, spectator is fascinated by innocence, reverence and noble grace; and men's dances are excellently open, emotional and full of temper of mountain-dweller.
Another peculiarity of Georgian dances is that they convey life and customs of almost all regions.
Spectators of different countries all over the world are familiar with Georgian dance art quite well. "Georgian National Ballet - Sukhishvilebi", as well as ensembles "Erisioni" and "Rustavi" are particularly popular.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა