სალომე ზურაბიშვილი - ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ
სალომე ზურაბიშვილი - დღეს ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში
მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day

ბრალს ვდებ - მედია საქართველოსა და მის მოქალაქეებს ანადგურებს

07.02.2022 ნახვები: 2896

ქართული მედია საბჭოთა ტრენდზე ზის!

 სათქმელი პირდაპირ უნდა ითქვს: იმას, რასაც დღეს ქართული მედიის უდიდესი ნაწილი საქართველოს, ქართულ საზოგადოებას და საქართველოს მოქალაქეებს უკეთებს, მტრობა, სახელმწიფოსა და მოქალაქეების განადგურების მცდელობა ჰქვია.

სახელისუფლო მედიის ამოცანა ხელისუფლების შენარჩუნება, ოპოზიციურის - შეცვლა, თუმცა სარედაქციო პოლიტიკით მიზანთან ახლოს ვერც ერთი მიდის და ვერც - მეორე.

ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობა, რომელიც ოპოზიციურ არხებს უყურებს, ძირითადად ზუსტად იმას ხედავს და ისმენს, რაც ნებისმიერ ჟურნალისტზე უკეთ იცის: რომ შემოსავალი არ ჰყოფნის, რომ ცხოვრება გაძვირდა, რომ ბანკის კრედიტს ვერ ემსახურება, რომ გაძვირებულ კომუნალურებს ვეღარ იხდის, რომ მისი მეზობლის შვილი დააყაჩაღეს, რომ უბანში მაღაზია გაქურდეს, რომ მის ქუჩაზე უკვე მერამდენე ახალგაზრდა გაიპარა წამალში, რომ...

და მან ზუსტად იცის, ვინ არის ამაში დამნაშავე: ხელისუფლება, რომელიც დაჰპირდა და არ შეუსრულა, ხელისუფლება, რომელიც კრიმინალს გაგებით ეკიდება, რომ უბნის ძველი ბიჭები პიონერთა ხელმძღვანელებივით მიუძღვებიან ყოველ არჩევნებზე მთელ სამეზობლოს...

ეს ხომ ანაბანაა, რომ ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. რა მოისმინა მაყურებელმა ახალი, რაც არ იცის და არ განიცდის? - არაფერი! მისი ემოციური მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდა, კიდევ უფრო მეტად კონცენტრირდა თავის გაჭირვებაზე, კიდევ უფრო მეტად ჩაიკარგა ნეგატიურ ინფორმაციაში.

არადა, იმპულსი სჭირდებოდა, იმედის ნაპერწკალი, რომელიც დანებების კი არა,  ბრძოლის მოტივაციას გაუჩენდა.

რა მიიღო ხელისუფლების მხარდამჭერმა ამომრჩეველმა, როდესაც სახელისუფლო არხებს უყურა?  ისედაც ხომ სძულს სააკაშვილი, ნაცმოძრაობადა ყველაფერი მათთან დაკავშირებული? - არაფერი! კიდევ უფრო მეტი ნეგატივი, კიდევ უფრო მეტად კონცენტრირდა ცხრა წლის წინანდელ პრობლემებზე, შესაბამისად, კიდევ უფრო მეტად შეეშინდა, კიდევ უფრო მეტად ჩაეფლო საკუთარ აგრესიაში.

მით უფრო, მაინც და მაინც, აღარ ამშვიდებს, რომ სააკაშვილი დაამთავრეს, ნაცმოძრაობაბანკროტია. სააკაშვილი მართალია,  ციხეშია, მაგრამ უფრო ახალოს, ვიდრე გუშინ იყო. ერთი დაპირება, რომ ვერ დაბრუნდებოდა, ფუჭი აღმოჩნდა, ვაითუ, ისიც არ გამართლდეს, ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება და ისევ შიში გაურკვეველი და ბუნდოვანი მომავლის. ხელისუფლების მხარდამჭერებმა უკვე იციან, რომ მათი იმედიმთლად საიმედო არ არის.

თუ ემოციებს გავყვებით, „იმედსშიში მოაქვს, „ მთავარს“ - გაჭირვება და სიღარიბე, ეს კი აგრესიის წყაროა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას კვებავს და სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაში ამყოფებს.

ნებისმიერმა დამწყებმა ფიზიკოსმა იცის, რას ნიშნავს შუმანის შკალა. თქვენც უნდა იცოდეთ ეს, მედიამენეჯერებო და, გთავაზობთ ექსპერიმეტს: გაზომეთ თქვენი საინფორმაციო გადაცემების და თოქ-შოუების დროს ენერგია თქვენს სტუდიებში და ნახავთ, სად ხართ, როგორ ხართ და რას უგზავნით საზოგადოებას.

***

რაც თავი მახსოვს სახლში, სტუმრად თუ სასტუმროში, სადაც ხშირად მიწევდა ყოფნა, არასოდეს ვყოფილვარ მარტო - მუდამ მახლდა ერთგული მეგობარი, რომელსაც ტელევიზორი ერქვა და მგონი, ახლაც ჰქვია.

ბავშვობიდან მიყვარდა კითხვა და დედას შემოდგომაზე საკმაოდ დიდი თანხის გადახდა უწევდა ჩემთვის პერიოდული პრესის გამოსაწერად. ჰო, ნუ გაგიკვირდებათ და, მე - ცხაკაიელ ბავშვს გამოწერილი მქონდა რუსული გამოცემებიც და, თქვენ წარმოიდგინეთ, გდრ-ის ჟურნალი FILMSPIGEL- და ჩეხური - სტადიონი. ერთიც და მეორეც საკმაოდ ძვირი სიამოვნება გახლდათ.

მაშინაც კი, როდესაც ნორჩი ლენინელს, ლელოს, ახალგაზრდა კომუნისტს“, მერე ივერიელს,  ლიტერატურულ საქართველოს“, „7 დღეს“, „დილის გაზეთს“, „ალიას“, „მთავარ გაზეთსვკითხულობდი, შიმუდამ, დღე და ღამ ჩართული იყო ტელევიზორი.

ჰო, ვიცოდი ტელევიზორის დამცველის შეცვლაც. არაერთხელ დენსაც დაურტყამს - ვაღიარებ.

ცალკე საკითხი იყო ანტენა. მაშინ, როდესაც თბილისში სამ არხს - ცენტრალურ ტელევიზიას, საქართველოს პირველ არხს და მეორე არხს უყურებდნენ, მე მქონდა იმის ფუფუნება, მეყურებინა თურქეთის რამდენიმე არხისთვის. ამისათვის სიმაღლეზე წამოჭიმული 6-მეტრიანი მილზე წამოცმული ანტენისთვის მდგომარეობა უნდა შემეცვალა და ბათუმის მიმართულებით შემეტრიალებინა.

მეცხრე კლასში ვიყავი, როდესაც კასეტის ძალიან მაგარი - იაპონური მაგნიტოფონი მიყიდეს და მას რადიოც ჰქონდა.

ცხაკაია ევროპული და განათლებული, უაღრესად ინტელექტუალური ქალაქი იყო და აქ ყველაფრის შოვნა შეიძლებოდა. მინიმუმ, ფოთში იშოვნიდი ადამიანი და ჩემი რადიოლის დიმიკებიდან, რომელიც კლასელებმა დაბადების დღეზე მაჩუქეს, ხან The Beatles, ხან Pink Floyd, Elvis Presley, ABBA, The Bee Gees, Suzi Quatro... და ვინ მოთვლის ვისი - ჰანგები იღვრებოდა. იმას ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ფეიკი ფირფიტები იყო? სულაც არა - ორიგინალები, რომლითაც ბორია (გვარს შეგნებულად არ ვწერ) გვამარაგებდა.

, ჰო, კედლები... ოთახის კედლები... ამას ვერ მოვყვები - ეს უნდა გენახათ და ახსოვს ბევრ ჩემს მეგობარს: ცალკე სპორტის კუთხე, ცალკე - ფეხბურთი, ცალკე - მსახიობები... მოკლედ, რა...

ამერიკის ხმისმოსმენა ჩვენთან - დასავლეთში უფრო ხარისხიანად შეიძლებოდა და ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ დისიდენტად ვიზრდებოდი, ვერ დავიბრალებ, როგორც ამას დღეს ყოველი მეორე პარტმუშაკი და ლამის ყველა არაფუნქციონერი აკეთებს, მაგრამ ინფორმაციის ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდიდი.

ქართული სკოლის მოსწავლემ სწავლა ლენინგრადსა და რიგაში გავაგრძელე და შემდეგ აქ - პუშკინშისლავისტიკის ფაკულტეტზე. ბალუაშვილთან, ჯანაშვილსა და პრილიპკოსთან გამოცდები ხუთებზე რომ ჩავაბარე, ცოტა სერიოზულად შემომხედეს და ჩემმა დეკანმა, კოტე რამიშვილმა ისიც მკითხა, ნამდვილად ქართულ სკოლაში ისწავლეო?

და იცით, რუსული როგორ ვისწავლე? - ბებია ვერ საუბრობდა რუსულად და დედა საშუალოდ... ჩემს მეზობელ ტოსიასთან, მის შვილ სლავასთან, ფოსტალიონ ლენასთან, შემდუღებელ კოლია პაგიბასთან და დედაჩემის მეგობარ ლუბასთან ურთიერთობით....

რატომ მოვყევი ყველაფერი ეს? მედიის, ინფორმაციისა და ადამიანების გავლენას მინდა ყურადღება მიაქციოთ...

***

ორიოდე წლის წინ, შიმოსულ ახლობელთან ერთად, სავარძელში მოვკალათდი და ერთმანეთის მოკითხვა დავიწყეთ. ამ დროს ტრადიციულად ჩართულ და ხმადაწეულ ტელევიზორში თორმეტსაათიანი საინფორმაციო გამოშვება დაიწყო. ხმას მექანიკურად ავუწიე. წამყვანმა გვამცნო მორიგი კორუფციის შესახებ ხელისუფლებაში და ჩართვისთვის კორესპონდენტთან გადავიდა, რომელიც თავიდან მოგვიყვა, რომ ხელისუფლებაში კორუფციაა, რომ ირანიდან ქვა შემოიტანეს კორუფციული გარიგებებით, დიდი ფული მოტეხაკომპანიამ, მერიამ და ყველაფერ ამას „კრიშავსდა ლობირებს, არც მეტი, არც ნაკლები, ჩემი სტუმარი.

„ - რა? ჩემზე თქვა? გადაახვიე უკან, ძმურად“, - პირველი რეაქცია...

გადავახვიე.

კი... ზუსტი იდენტიფიკაციაა - ჩემს ახლობელზე საუბრობენ.

ტყუილი, ტყუილი, ტყუილი და პირში პაპიროსი. არა იმიტომ, რომ მე არ მჯერა ან/და ახლობელს მინდა მოვწმინდო ნამუსი - ტყუილია, გესმით? ჰოდა, იმ დღეს, რაც ამ ტყუილისთვის ამ ტელევიზიას, ჩართვაში მონაწილესიმართლისათვის მებრძოლ პოლიტიკოსსცოცხალ-მკვდარი აგინეს, ეს ცალკე თემაა, მაგრამ აქ საინტერესო სხვა რამე იყო - ამ პროცესში ადამიანს ურეკავს ასაკოვანი დედა, მერე მამა, მერე მეუღლე, მერე 13 წლის შვილი და ყველა ერთი და იმავეს ეუბნება: ხომ იცი, რომ ტყუილია და არ ინერვიულო. შენი ნერვიულობა არ შეიძლება. წამალი გაქვს თან?“....

ახლა, მომიტრიალდებით და მეტყვით, რა მოხდა, მედიას იმ ვიღაცსიმართლისათვის მებრძოლმა პოლიტიკოსმამიაწოდა ინფორმაციაო. ის მოხდა, რომ აიღე, მამაცხონებულ, ტელეფონი და ამასაც დაურეკე, მინიმუმ, რომ მეორე მხარის პოზიციაც გქონდეს, თორემ ამოცანად რომ სხვა რამე გაქვს, ეს გასაგებია.

შეგნებულად მოვიტანე ძალიან უწყინარი მაგალითი და ასეთი უამრავი მაგალითის მოტანაც შემიძლია.

გახსოვთ, ალბათ, რომ ერთი პერიოდიმოდაში შემოვიდააშშ- კონგრესისა თუ სენატის წევრების, ევროპარლამენტარების განცხადებების გაშუქება. ინგლისურის არასაკმარისი ცოდნა არ მაძლევდა იმის უფლებას, რომ ან სახელისუფლებო, ან ოპოზიციური მედიის ნდობა მქონოდა თარგმანსა და კონტექსტთან დაკავშირებით. რატომ?

ასევე, რამდენიმე წლის წინ, საქართველოში ნატოს კვირეულის ფარგლებში ერთ-ერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და მის მეუღლე ჩამოვიდნენ. რადგან ამ ადამიანთან მეგობრობა მაკავშირებდა, ვიზიტის არაოფიციალურ ნაწილს ჩემთან ატარებდნენ. ვაკვირდები, რომ ცხრა კაცი დაგვყვება უკან და ამავდროულად ხდება ჩემი სრული იგნორირება. გამეღიმა, არც ვაციე, არც ვაცხელე და, ეს ადამიანი და მისი მეუღლე, ევროკავშირის იმდროინდელ ელჩთან ერთად, ვახშამზე სტუმრად მივუყვანე გრიგოლ ვაშაძესა და ნინო ანანიაშვილს.

თქვენ ხელისუფლების გამწარება უნდა გენახათ, თუმცა ეგ ცალკე თემაა. საინტერესო ის იყო, რომ ამ ადამიანის ერთი და იგივე სიტყვაც და კომენტარებიც სხვადასხვა ტელევიზიებმა სხვადასხვაგვარად გააშუქეს. რა თქმა უნდა, ნლაინმედიამ საკუთარი გემოვნებების მიხედვით, გადაამღერა: სახელისუფლებომ - ერთი, ოპოზიციურმა - მეორე... როცა სტუმართან კონტექსტის დაზუსტება მოვითხოვე, ნათქვამი საერთოდ სხვა რამ აღმოჩნდა და საერთოდ - სხვა რამ ტრანსლირებული. მერწმუნეთ, ასე ხდებოდა და ხდება ახლაც, როდესაც მედია უცხოურენოვან წყაროებზე აპელირებს, ანუ ყველა იმის მიხედვით ურეცხავს აუდიტორიას ტვინს, რა დღის წესრიგიც აქვს.

***

„PA Media- (PA Media is a multimedia news agency operating in the United Kingdom and Ireland.) გენდირექტორს კლაიფ მარშალს, რომელიც 2012 წლის მაისში ჩემთან იმყოფებოდა სტუმრად, ვკითხე: რა არის თქვენთვის მთავარი ნიუსი, მისი შინაარსი? მიპასუხა: „პოზიტივი და სიკეთე! იმდენი ცუდი რამ ხდება, არაფრით შეიძლება ეს ვაქციოთ მთავარ ნიუსად, თუნდაც კრიტიკული კონტექსტით. ეს ახალისებს პოტენციურ დამნაშავეებს და მათ მოქმედების გზას უჩვენებს. საზოგადოება კი ცუდზე მხოლოდ შფოთავს, იზაფრება და რეალურად, შიშთან ვტოვებთ მას, ვინც შფოთვის მიღმა ვერაფერზე რეაგირებს. შეშინებული საზოგადოება ბოროტდება და უმწეო ხდება. მიეცით ადამიანებს სიკეთის და გმირობის მაგალითები და თქვენ ძლიერი საზოგადოება და წარმატებული სახელმწიფო გექნებათ“.

ეს ციტატა ახლა არ დამიწერია, გამოქვეყნებული მაქვს რამდენიმე წლის წინ.

კლაიფ მარშალი იმ პერიოდში EANA- (ევროპის ნაციონალური სააგენტოების ალიანსის ბიუროს წევრი იყო და შემდეგ ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი), მასთან ერთად საქართველოში ამ ორგანიზაციის გენერალური მდივანიც იმყოფებოდა და იცით, რა მოხდა? მაშინ, როდესაცნაციონალური მოძრაობისხელისუფლების წარმომადგენლები ათას, ჟურნალისტად წოდებულ შარლატანს თავზე ჰყვებოდა, მაარავინ შეხვდა. რამდენიმე ხნის წინ, ამ ორგანიზაციის წარმომადგენელმა ისევ გამოთქვა საქართველოში სტუმრობის სურვილი, თუმცა ახლაქართულმა ოცნებამდაიჭირა თავი შორს. ვიზიტმა არაოფიციალურ ვითარებაში ჩაიარა და რეზიუმე საკმაოდ საზარელი გახლდათ - ქართული მედია სახელმწიფოს ანგრევს.

***

ქართული მედიის ოქროს ხანა იყო, არც მეტი, არც ნაკლები, შევარდნაძის მმართველობის პერიოდში. აქ, პირველ რიგში, ვგულისხმობ სიტყვისა და სარედაქციო პოლიტიკის თავისუფლებას. ის, რომ მედიის ცალკეული წარმომადგენელი ბოროტად სარგებლობდა საკუთარი სტატუსით - აწერდა, ახევდა, აშანტაჟებდა, ცალკე თემაა (ეგ მას შემდეგაც და ახლაც არ არის ყავლგასული ქმედება, მადას და შესაძლებლობებს გააჩნია).

იმის მტკიცებას არ ვაპირებ, რომ ხელისუფლებას ხელის გულზე ჰყავდა მედია და ცივ ნიავს არ აკარებდა. არა, სულაც არა! მაშინ ბრძოლაც უფრო სასტიკი იყო და წესების გარეშე.

აბა, რა განაპირობებდა ამ ოქროს ხანას? პირველ რიგში, გონიერი, მოტივირებული, განათლებული, წიგნიერი ჟურნალისტებისა და რედაქტორების, პროდიუსერების კონკურენცია.

ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ კლასიკური მედიაჰოლდინგის კონტურები იმ პერიოდში ბადრი პატარკაციშვილმა მოხაზა და მას შემდეგ დიდი ხნის გასვლის მიუხედავად, იმ ტიპისა და გააზრების მედიაჰოლდინგი საქართველოში არ შექმნილა და დღემდე არ არსებობს. „კვირის პალიტრისკონცეფცია საერთოდ სხვა რამეს ემყარება.

ვარდების რევოლუციისშემდეგ იწყება ქართული მედიის დაჩაჩანაკება. კონკრეტულად მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ეროსი კიწმარიშვილს რუსთავი 2-ში კრიტიკული სიუჟეტების გაშვება აუკრძალა და  ტელევიზიას ჩამოაშორა.

შემდეგ იყო ავადსახსენებელი თოქ-შოუ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილს კრიტიკული კითხვები დააყარეს და ერთმანეთის მიყოლებით დაიხურა პოლიტიკური თოქ-შოუები თითქმის ყველა ტელევიზიაში.

ახლა, მაინც ვთქვათ სიმართლე - „იმედისდარბევა არ იყო მედიის წინააღმდეგ მიმართული აქტი. იმედისდარბევა პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ მიმართული აქტი იყო და „იმედი“ „პრიკუპში“ მოყვა, სწორედ ისე, როგორც „ქართუ“ ივანიშვილთან დაპირისპირებისას და მის სხვადასხვა კომპანია.

მედია არ არის ტელევიზიის, რადიოს, გაზეთის, სააგენტოს სახელი. მედია მასში დასაქმებული ადამიანები და სარედაქციო პოლიტიკაა. ამ გააზრებითაც, ეს რომ არ იყო მედიის წინააღმდეგ მიმართული აქტი, ისიც ადასტურებს, რომ თითქმის ყველა (!) „იმედელიუმოკლეს დროში ან სხვა ტელეარხზე აღმოჩნდა, ან საჯარო სამსახურში დასაქმდა ან ხელისუფლების ხელშეწყობით გაპოლიტიკოსდა.

მედიის წინააღმდეგ მიმართული აქტი იყო პოლიტიკური თოქ-შოუების დახურვა, რასაც თავი დაუქნიეს და დაჰყვნენ - პირადი კომფორტის ან კეთილდღეობის სანაცვლოდ იმდროინდელი ტელესახეები. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი ახლაც გვასწავლის ჭკუას, როგორც იტყვიან, ცვეტშია“, თუმცა არ გვასწავლის, როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი და ახლობლების პირადი კეთილდღეობა მათი მეთოდით.

და ბოლოს, მედიის წინააღმდეგ მიმართული აქტი იყონაციონალური მოძრაობისხელისუფლების ეკონომიკის მინისტრისა და პარტიის გენერალური მდივნის, გიორგი არველაძის განცხადება: მე არ ვკითხულობ ქართულ გაზეთებს“. ამ განცხადებითნაციონალურმა მოძრაობამსასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ქართულ ბეჭდურ მედიას და ახლა ნურავინ გააკეთებს იდიოტურ განცხადებას იმის შესახებ, რომ ბეჭდური მედიის დრო წავიდა. ჩვენთან წავიდა და პარიზში, ნიუ იორკში, რომში, თუნდაც ათენში დარჩა?  ნუ დაგვავიწყდება, რომ მაშინაც და ახლაც ხელისუფლებები კოლოსალურ თანხებს იხდიან „ვაშინგტონ პოსტში“, „გარდიანში“, „ელ პაისში“, „თაიმსში“ და მსოფლიოს სხვა წამყვან გაზეთებში მათზე ინფორმაციების გამოსაქვეყნებლად. არ გვჭირდება გაზეთები - მაშინაც და ახლაც - პოზაა და მე თუ მკითხავთ, ხელისუფლებების იდიოტიზმი.

საბოლოო ცინიზმი ქართული მედიის მიმართ მაინც ალ-ჯაზირას ოფისში გაჟღერდა, ამ კომპანიის ქება დიდებით და ნუ დაგვავიწყდება რომ ამ დრომდე ხელისუფლებამ დიდი ზარ-ზეიმით დახურასაქინფორმი ერთადერთი მოტივით - შენობა სჭირდებოდათ, ვისთვის, ეს კიდევ ცალკე საკითხია.

და დღეს საქართველო ერთადერთი ქვეყანაევროპასა და ლამის მსოფლიოში, რომელსაც არ აქვს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო. საქართველოს ხელისუფლებებმა არ იციან და არ ესმით მისი საჭიროება. ეს არ არის ვითარება, როდესაც არცოდნა არცოდვაა, ეს წყევლაა - შენი არ იცოდე და სხვისი არ გესმოდეს.

***

დღეს გვიკვირს პოლარიზებული ორი საქართველოდა მუდამ იდიოტურ კითხვას ვიმეორებთ: ადრე ხომ არ იყო ასე? თავს ვიბრიყვებთ? ადრე - 2012 წლამდე რუსთავი -2, „იმედი“, საზოგადოებრივი მაუწყებელიერთტრენდზე იჯდადა ყველგან აღმშენებლობა მიდიოდა. არავის კლავდნენ, არავის ძარცვავდნენ, არავის აუპატიურებდნენ, არც სახელისუფლებო კორუფცია არსებობდა. მოკლედ, მედიაცხოვრება საამური იყო და მედია დედები და მედია მამებიც“, თქვენ რომ არ დაგესიზმრებათ, იმდენ ჯამაგირს თუ ჰონორარას იღებდნენ.

სახელისუფლებო PR სულაც არ ყოფილა მთლად საამური დანაციონალურმა მოძრაობამხელისუფლება დაკარგა. გინდ, კრემლის სპეცოპერაცია ეძახეთ ახლა ამას და გინდ სხვა რამ - ფაქტი ისაა, რომ ადამიანებმა საამური ცხოვრება არ დაიჯერეს, რადგან არსებობდა ორი საქართველო - ერთი, სადაც შენდებოდა ქალაქები, იქმნებოდა სახელმწიფო და მერე, სადაც ამ ქალაქების მოსახლეობა და სახელმწიფოს მოქალაქეები დაავიწყდათ.

2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მეცხრე არხიაღადგინა, გაზეთების დისტრიბუციისთვის ფულიც კი გამოყო - გახსოვთ ხომ ველოსიპედები რომ იყიდეს ქართული მედიის მამებმა“, მედიის მდგომარეობაზე რომ შესტკიოდათ გული - საზოგადოებას იმედი გაუჩნდა, რომ მედიაში რაღაც პოზიტიური მოხდებოდა,

მაგრამ... ხელისუფლებაში მოსულმა ქართულმა ოცნებამუცებ მოძებნა იარლიყები - ნაცებისმედია და ჩვენი. შედეგ, ივანიშვილმა თავისი მეცხრე არხიდახურა და პერსონები ძირითადად საზმაუსა“ და მაესტროშიგადაანაწილა. მერეიმედიდაუბრუნაკანონიერ მფლობელს“. შემდეგ - „რუსთავი 2“...

ვაღიაროთ,ოცნებამმედიის რყვნა გააგრძელა.

რასაც ახლა ვიტყვი, პირველად არ ვამბობ: 2013 წლიდან მომრავლდნენ ონლაინგამოცემები. ხელისუფლებამ საკუთარი მომხრე პერსონებს პირდაპირ შეუქმნა ონლაინგამოცემები და ერთი კვირის და ერთი თვის დაფუძნებულებს მისცა დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან - კონტრაქტების სახით. ამით მოიპოვა მათი კეთილგანწყობა და სიჩუმე.

ეს არასოდეს დამიწერია და ახლა ვიტყვი: 2013 წლის აგვისტოში, მე - გოჩა მირცხულავას, მომთხოვეს ახალი ამბების სააგენტოჯი-ეიჩ-ენის“ 51% და ჯერ არ გამოცემული (რამდენიმე დღეში უნდა გამოსულიყო) გაზეთიპრემიერი“. უარის შემდეგ ხელისუფლებამ იყიდა სააგენტოპირველი“. ჩემს უარს მოჰყვა ერთადერთი საერთაშორისო ალიანების (BSANA, EANA) წევრი სააგენტოს მიზანმიმართული გაკოტრება ხელისუფლების მხრიდან. არათუ სახელმწიფო უწყებებს, კომპანიებსაც კი უკრძალავდნენ ჩვენთან კონტაქტს. საგადასახადო სამსახურმა არნახული ჯარიმა დაგვაწერა - უხერხულობისგან რა გაეკეთებინა, არ იცოდა ცხონებულმა ნოდარ ხადურმა (ჩემი და მისი დიალოგის მოწმეები არსებობენ), რომელიც მაშინ ფინანსთა მინისტრი იყო. უდიდესი და განუმეორებელი იყო ის მატერიალური და მორალური ზიანი, რომელიც პირადად მე მომაყენეს. ამ ფაქტის შესახებ დღემდე ბოდიშიც კი არ მოუხდია ჩემთვისქართული ოცნებისხელისუფლებას. არადა, მეკუთვნის და მერგება კიდე!

და ეს არ იყო მთავარი, მთავარი იყო ის, რომოცნებასუკვე ჰყავდა საკუთარი კარის ჟურნალისტები და ეს კარი ცხვირწინ მიუჯახუნა უამრავ მედია დედას და მედია მამას, რომელსაც ნაცებისიარლიყი მიაწება.

მართალია, ეს იარლიყ ბევრისთვის უსაფუძვლო და დაუმსახურებელი იყო, მაგრამ მრავალთათვის, აი, მაშინ რომ კომფორტის ზონები მოიწყვეს, ნამდვილად დამსახურებული. ერთი წამითაც ნუ იფიქრებთ, რომ უმეტესობა მათგანი ნაციაან მიშისტი“, უბრალოდ, რადგან აქეთ ვერ მიიღეს წყალობა, საკუთარი სარჩო-საბადებლისთვის იქეთ გადაწყვიტეს ჩაბეტონება, თუმცა ამ პერიოდში ჩვენ ბევრი ვნახეთ ამობეტონებულ-გადაბეტონებული.

ყველაზე მთავარი: რაც 2012 წლის შემდეგ ჩვენ ვნახეთ, არის ის, რომ ქართული მედიის ღირებულებითი არჩევანი სახელმწიფო არ არის. 2012 წლამდე ეს თუნდაც მოჩვენებითი არჩევანი იყო.

დღეს ქართული მედიის ღირებულებითი არჩევანი ან ხელისუფლების ფრთის ქვეშ ყოფნაა, ან სახელისუფლებო მედიად გადაქცევის სურვილი.

ვინმეს წარმოუდგენია, რომმთავარი არხიან ტვპირველიხელისუფლებაში ოპოზიციის მოსვლის შემდეგ მასზე სიტყვას ძვირად დაასველებს? ეს ეროსიმაც ვერ შეძლო... ეჰ...

თუ ვინმე, მედია სეგმენტში, ასე თუ ისე, ნამუსს უნახავს ქართულ მედიას, მაინც ბეჭდური და ონლაინ გამოცემებია. ვისთვის კარგი, ვისთვის ცუდი, ამას არ აქვს მნიშვნელობა. გამხსნელი თემების მიღმა გაზეთში, საიტებზე უამრავ პოზიტიურ ინფორმაციას წაიკითხავთ და არა ისე, „იმედზედა საზმაუზესულ რომ დარია დამთავარზედა ტვ პირველზესულ ავდარი, თუმცა ბეჭდური მედიის პრობლემები არავის აწუხებს და გავრცელების-დისტრიბუციის მონოპოლისტიპალიტრამიზანმიმართულად აკოტრებს ისედაც მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფ ბეჭდურ გამოცემებს.

2012 წელს, ველოსიპედები რომ იყიდეს გაზეთების გასავრცელებლად და პრესის სახელისუფლებო მარწუხებიდან დასახსნელად, იმ პერსონების უმეტესობას უკვე კომფორტის ზონა აქვს შექმნილი და ფეხებზე ჰკიდია გავრცელებაც, გაზეთიც და ბევრი სხვა რამ.

***

 

10 000, 15 000, 18 000, 20 000, 25 000, 30 000, 60 000 ლარი... ეს იმ მედიამენეჯერებისა თუ „სახეების“ ხელფას-ჰონორარებია, რომლებიც საქართველოს ანადგურებენ. ეს მათი ხელფასებია, რომლებიც თანამშრომლებს ხშირად თვეობით უხელფასოდ არბენინებენ სტაჟიორის სტატუსით, ეს იმ ადამიანების ჯამაგირია, რომლებიც ჩვენგან მოითხოვენ, ვაღიაროდ გმირებად იმისათვის, რომ სახელმწიფის და მის მოქალაქეებს  მუდმივ შიშში, სტრესში, იმედ და პერსპექტივა დაკარგულებად გვამყოფებენ.

გასაგებია სარედაქციო პოლიტიკა, მაგრამ სად და რომელ სახელმწიფოში გსმენიათ, რომ მედიის ამოცანა იყოს ხელისუფლების დამხობა ან მისი მდგრადობის შენარჩუნება? მდგრდობა, სრული მონოპოლიის პირობებში, სააკაშვილმაც კი ვერ შეძლო და დამხობაა ნორმალური ამოცანა? ჩვენ ხომ ვხედავთ, რომ სატელევიზიო მედიაფლანგებზე სწორედ ეს მოტივაციაა.

დიახ, ერთმნიშვნელოვნად ვამბობ, რომ ქართული სატელევიზიო მედია ქართული სახელმწიფოს განადგურებით არის დაკავებული და მას მხარს უბამენ ფლანგებზე მიმიბნეული სხვადასხვა მედიასაშუალებები.

შეხედეთიმედსდა საზმაუს“, ერთი ნორმალური კრიტიკული სიუჟეტი არ არის. განა, არაფერია გასაკრიტიკებელი, უბრალოდ, დამფინანსებელს და ხელისუფლებას ეწყინება, ადამიანები სამსახურს დაკარგავენ.

შეხედეთმთავარ არხსდა ტვ  ირველს“ - ერთ პოზიტიურ ნიუსს ვერ მოისმენთ. განა, არ არის? ვერ მოისმენთ იმიტომ, რომ პოზიტიური ნიუსით ხელისუფლება ვერ დაემხობა. ნეგატივი, ნეგატივი, ნეგატივი - 2022 წლის 3 თებერვალს ქალაქები გაჟუჟეს ეთერში და ეს ჟურნალისტიკის ჰაი კლასიჰგონია, ალბათ, ავტორს.

სიტყვის ძალის არსი არ იცოდეს იმან, ვინც სიტყვით იბრძვის, წარმოუდგენელია. სიტყვის ძალა არ იცოდეს იმან, ვინც აცხადებს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია (რომ არ იყო, ეგ გვახსოვს) სიტყვის თავისუფლება, წარმოუდგენელია.

ამდენი ნეგატივია სწორედ სახელმწიფოს განადგურება. დიახ, ეს არის სწორედ თვითგანადგურების რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელიც მედიას აქვს ჩართული. ეს რეჟიმი უფრო ძლიერი და მდგრადია, ვიდრე გარედან მოსული აგრესია, რომლის წინააღმდეგ დაცვის რეფლექსია ასე თუ ისე მაინც გვაქვს.

ჩვენ ყველაზე დაუცველი და მოწყვლადები ვართ საკუთარი ნეგატიური აზრებისა და სიტყვების წინაშე, განსაკუთრებით ტრანსლირებული სიტყვების წინაშე, რომელთა მატერიალიზების ალბათობა ძალიან მაღალია. პირველად იყო სიტყვა - ასე იწყება კაცობრიობის მთავარი წიგნი. ასე ვიწყებით ჩვენც.

დღის განმავლობაში ერთ პოზიტიურ ამბავს რომ არ გადმოსცემს მედია, მერე აღარ უნდა უკვირდეს, რატომ გახდნენ ადამიანები ინდიფერენტულები პოლიტიკის მიმართ - ასე, ამ ფორმით, ცნობიერად თუ არაცნობიერად, თავს იცავენ თვითგანადგურების პროგრამისაგან, რომელიც ყოველ დღე უფრო მეტ ძალას იკრებს.

***

ის, რომ ქართული მედია საერთოდ სხვაგან ცურავს და ბანაობს, იმითაც დასტურდება, რომ მედიის მესვეურები მხოლოდ საკუთარ რეიტინგებს ზომავენ და არავინ იკვლევს ადამიანების გამწყობებსა და დამოკიდებულებებს. ადამიანები დაიღალნენ უბედურებებით. ბუნებრივი კატაკლიზმები, სადღაც, ვიღაც მანიაკის მიერ ჩადენილი მკვლელობა ან თვითმკვლელის მიერ აფეთქებული ბომბის შედეგად დახოცილი ადამიანები - უბედურებაა. ამ უბედურების დამალვა შეუძლებელია, მაგრამ დაგითვლიათ, რამდენი სიუჟეტი, ნიუსი ან სტატიაა ასეთი სახის დღის განმავლობაში? ნებისმიერი გამოცემის ან მაუწყებლის ნიუსები, სტატიები დაითვალეთ დღის განმავლობაში, სარეკლამო ხასიათის მასალები გვერდზე გადადეთ და უბედურების ამსახველი ნიუსები ბევრად, ბევრად მეტი იქნება, ვიდრე - ბედნიერების. შესაძლოა, ბედნიერების ნიუსები არც კი შეგხვდეთ.

ვიღაც მკითხავს: აბა, იმედზე რა ხდება? იმედზე რაც ხდება, მაგას ბედნიერებასთან არაფერი აქვს საერთო, ეგ უბედურების მონეტის მეორე მხარეა.

***

ახლა მცირე სტატისტიკა: საზოგადოებრივი და პოლიტიკური ურთიერთობთ აკადემიის მიერ 2022 წლის 16-28 იანვარს 1200 რესპოდენტს შორის ქალაქ თბილისში პირდაპირი გამოკითხვით ჩატარებული კვლევით ირკვევა:

- ონლინ მედია მომხმარებლების 58%, უბედურების ამსახველი ნიუსების, სტატიების მხოლოდ სათაურს კითხულობს. სრულად ასეთი სახის ნიუსებს, სტატიებს მხოლოდ 21% კითხულობს.

- სატელევიზიო მედია მომხმარებლების 49% სხვა არხზე რთავს უბედურების სიუჟეტის დაწყების პირველი წუთის შემდეგ. სრულად სიუჟეტს უყურებს - 24%.

- ბედნიერების ამსახველ ნიუსებს სრულად კითხულობს მომხმარებლის 64% და უყურებს 67%.

- გამოკითხული რესპონდენტების 64% აცხადებს, რომ ტელეეთერებიდან და 57%-ის აზრით ონლაინგამოცემებიდან, ძირითადად ნეგატიური ინფორმაცია ვრცელდება.

- ტელეეთერებში პოზიტიურ ინფორმაციაზე საუბრობს 17%, ხოლო ონლაინგამოცემებში 23%.

- ტელევიზიების ინფორმაციებს არ ენდობა, მაგრამ მაინც უყურებს, გამოკითხულთა - 45%, ენდობა - 36%.

- ონლაინმედიის ინფორმაციებს არ ენდობა 41%, ენდობა - 34%.

- ინფორმაციას ტელევიზიებიდან იღებს გამოკითხულთა - 40%, ონლაინმედიიდან (მათ შორის სოცმედიიდან) – 51%, 9 % სხვა საშუალებებით.

მკითხველს არ გადავღლი კვლევის სხვა მონაცემებით და ისე დავსვამ ერთ კითხვას: გაუგებარია, რა უნდა მედიამომხმარებელს?

ადრეც ვწერდი და გავიმეორებ : ბედნიერების, ანუ პოზიტიური სახის ნიუსები ბევრად ძნელად მოსაპოვებელია, უფრო მეტი შრომა სჭირდება და დროც. ასეთი სახის ნიუსებს, ყველაფერთან ერთად, უფრო გონიერი ჟურნალისტთა კორპუსიც უნდა. მინიმუმ, ბევრი ეპითეტი იქნება საჭირო. ამიტომ, განა, უფრო ადვილი არ არის, მუდამ დაზაფრული გყავდეს აუდიტორია, თუნდაც სათაურის დონეზე? მით უფრო, როდესაც გამომცემლებისა და რედაქციების უმეტესობამ არც კი იცის, როგორ აკეთოს ბედნიერების ამსახველი პოზიტიური ნიუსები, სტატიები და რიგ შემთხვევაში, ეს არც არის ამოცანა და მიზანი.

დაბეჯითებით ვამბობ, მედიას, რომელიც ვერ ხედავს ბედნიერებას და/ან არ გააჩნია კრიტიკული აზრი, მას საზოგადოება ჰყავს მძევლად. მერწმუნეთ, საზოგადოება ხელისუფლების თავნებობას უფრო მოითმენს, ვიდრე ამ ფორმით მძევლად ყოფნას და სულ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რომელ მხარესაა. ბოლოს, ეს საზოგადოება მიიღებს მარტივ გადაწყვეტილებას - დენის წყაროდან გამორთავს ყუთს, რომელიც მას ბედნიერების უფლებას ართმევს. არ გახსნის ვებგვერდებს, რომლებიც ფეიკებს აქვეყნებენ ან ზაფრავენ.

***

მე არ ვარ ტელევიზიის კაცი, ბევრად უკეთ (არ ნიშნავს კარგად) ვწერ, ვიდრე ვმეტყველებ სატელევიზიო ეთერებში, მაგრამ ჩემი მეტყველების პრობლემა (ან კომპლექსი, თუ გნებავთ) ნამდვილად არ გამხდარა  ტელევიზიებიდან ჩემი ამოშანთვის მიზეზი? არა, სადღაც, თურმე, საპატრიარქოდან დარეკეს ამ ობიექტურ ტელევიზიებში და ამკრძალეს. რისი შეგეშინდათ - სამოთხეში დაბევებულ ადგილს გაგიუქმებდნენ? სადღაც, პარტიულ ბოსებს არ მოეწონათ რაღაც აზრი და როგორც ძველ დროს - ზარი ზემოდან...

იცით, ასეთი რამ არც კი მაბრაზებს. ეს მათი არჩევანია, მათი პოლიტიკაა. გასაბრაზებელია მხოლოდ ის, რომ ტელევიზიებში არ არის გონიერი, განათლებული, წიგნიერი ადამიანების კონკურენცია.

იცით, სიუჟეტები როგორ ეწყობა? მოვა თქვენთან ჟურნალისტი. გკითხავთამაზერას ფიქრობთო. მერე გასაუბრებთ ხუთი, ათი წუთი. შემდეგ გადის სიუჟეტი, ეს თქვენი ტექსტი გადამღერებული აქვს ჟურნალისტს, როგორც თავისი და ზრდილობის გამო, კონტექსტიდან ამოგლეჯილ, რაღაც იდიოტურ ფრაზას ჩაგიტოვებენ სიუჟეტში. ან მეორე - ვიღაც პოსტს დაწერს, ვიღაც პუბლიკაციას გამოაქვეყნებს და დაჯდებაბრძენისახის წამყვანი და წაიკითხავს ამას თავიდან ბოლომდე. ყველაზე დიდი უსინდისობა მანდ ის არის, რომ მერე, დიახ, ამ ტექსტის წაკითხვის შემდეგ, სტუდიაში მის ავტორს თუ დაუძახებენ და ტექსტის ავტორობას არ გაუხსენებენ, ისე დაუწყებენ ბრძნული სახით კითხვების დასმას.

დიახ, სატელევიზიო სივრცეში გონიერი და წიგნიერი, ინფორმირებული პროდიუსერების დეფიციტია. ვინც არის, მათი უმეტესობა, გონზე არ არის, რა უნდა აკეთოს. არა, ექშენი რომ უნდათ, ეგ ვიცით, უბრალოდ, როგორ შექმნან, ეგ არ იციან.

სატელევიზიო და ჟურნალისტური უვიცობის ერთი, კლასიკადქცეული მაგალითი უნდა მოვიყვანო აუცილებლად: გახსოვთ, ალბათ, პანდემიის საწყის ეტაპზე წამოჭრილი ზიარების საკითხი - კოვზი არაჰიგიენურია. პირველი დღიდან გავყვიროდი - ნუ ურევთ ერთმანეთში რწმენის, საკრალურობისა და ჰიგიენის საკითხს. ამოიღეთ იმ პერიოდის გადაცემები. ასეთი სამარცხვინო ქართული მედია  ერთ თემაშიარ ყოფილა.

 ***

იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო მედიამ უკვე კარგა ხანია, განსაზღვრა საკუთარი მიზნები და ამოცანები, ქართული კი ამ მიზნებსა თუ ამოცანებზე ფიქრით კი არ იღლის თავს, არამედ, ან ხელისუფლებას ამაგრებს, ან ხელისუფლებას ამხობს და რეალურად, სახელმწიფოს ანადგურებს, მის მოქალაქეებს მორალურად სპობს, მაინც გავიმეორებ რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ფაქტორს, რომელიც უნდა იყოს (!) მედიის საქმიანობს პრიორიტეტი.

1. უნდა იყოთ პირველი თუ უნდა იყოთ მართალი? - უნდა იყოთ მართალი და გზადაგზა არ უნდა წმინდოთ, ასწოროთ, განმარტოთ ფრაზები და ფაქტები. ექსკლუზივი კი არ არის მთავარი, მთავარია სიმართლე.

2. ფილოსოფოსი და ბრძენი! - იცით, რატომ ჰყავთ ეთერებში მეტწილად არაფრისმთქმელი რესპონდენტები? იმიტომ, რომ თავადაც არ იციან მათზე მეტი და ბასტი-ბუბუსავით სულ ერთი და იგივე ადამიანები გვიმზერენ ცალკე წამყვანებად და ცალკე - ყველა თემის ექსპერტებად. აბა, გადამცემების წამყვანი ან ნებისმიერი ჟურნალისტი, პროდიუსერი რომ იყოს ფილოსოფოსი, მაშინ წინ ბრძენს დაისვამდა, ანუ ასევე, გონიერ ადამიანს, ვისაც შეუძლია მსჯელობა. კარგის დანახვაც და ცუდისაც. ვისაც დორბლი არ სდის ხელისუფლების ქებაში, ან მის ძაგებაში.

3. გლობალური აზროვნება. გლობალური აზროვნება მედიაში ნიშნავს იმას, რომ მე მივიღო სიკეთე იმ ინფორმაციიდან, რომელსაც მაწვდი. და თუ მე - შენი სამიზნე, აუდიტორია გყავარ მუდმივი სტრესის ქვეშ, მაშინ მე შენ არ მჭირდები. მაშინ არ ვაპირებ მუდმივად შენს ყურებას, სმენას, კითხვას.  

4. ფაქტის ლოკალური მნიშვნელობა. - ფაქტის ლოკალური მნიშვნელობა, შესაძლოა, ტრანსნაციონალური შინაარსის მატარებელი გახდეს. მაგალითად, ქუთაისში გაიხსნა საწარმო. ფაქტი ლოკალური მნიშვნელობისაა და არ შეიძლება მისი მიბმა მსოფლიო პროცესებისთვის. თუ ცალკეული მასალები, დეტალები ამ საწარმოსთვის შემოდის ჩინეთიდან? და რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთსა და აშშ- შორის ეკონომიკური ვითარება კიდევ უფრო გამწვავდება? იქონიებს კი ეს გარემოება რაიმე სახის გავლენას ქუთაისში გახსნილ საწარმოზე? ან პირიქით, თუ ექსპორტზე უნდა გავიდეს ქუთაისში წარმოებული პროდუქცია, მაშინ ეს საწარმო თავისი მნიშვნელობით მხოლოდ ლოკალური ამბავია? ესეც რომ არ იყოს, ნებისმიერ საამქროში დგას მანქანა-დანადგარები, აღჭურვილია ტექნიკით. სად არის ის წარმოებული? ამიტომ მაყურებელს და მკითხველს მხოლოდ ის კი არ აინტერესებს, რომ ქუთაისში საწარმო გაიხსნა, მედიამ თემა უნდა გახსნას და აუცილებლად უნდა მიაბას საკითხები, რომელიც ამ ლოკალური მნიშვნელობის ამბავს რეზონანსს შესძენს. ერთ უწყინარ ლოკალურ ნიუსს შეუძლია, ადამიანების განწყობების ფორმირება და შეცვლა მოახდინოს.

5. განწყობები - ბედნიერება და უბედურება. - ამაზე რადგან ზემოთაც ვისაუბრე, აქ მხოლოდ შემდეგს ვიტყვი: საერთაშორისო სოციოლოგები და მედიაექსპერტები იძლევიან რეკომენდაციას, რომ გამოცემები და მაუწყებლები უნდა შეეცადონ, ჰქონდეთ ერთით მეტი პოზიტიური ნიუსი, თუნდაც ერთით მეტი უბედურების ნიუსზე.

6. 100%-ით ობიექტური თუ სამართლიანი? - სპორტსმენმა, რომელიც ხელისუფლებას უჭერს მხარს, ასპარეზობაზე მოიპოვა ოქროს მედალი, მეორე სპორტსმენმაც, რომელიც ოპოზიციას უჭერს მხარს, ასევე, გაიმარჯვა. სახელისუფლებო ტელევიზიები აშუქებენ ორივეს, ხოტბას ასხამენ მათ მომხრე გამარჯვებულს და ერთ წინადადებაში ასრულებენ საუბარს მეორე ჩემპიონზე. ობიექტურობაა, რომ ორივე წარმატება გაშუქდა. ამ დროს ოპოზიციური მედია ძირითად აქცენტს აკეთებს მის მომხრე ჩემპიონზე და სხვათა შორის ახსენებს ხელისუფლების მომხრე გამარჯვებულს. ობიექტურობაა, რომ ორივე გაშუქდა. და, რამდენად სამართლიანი? რა გამოდის, რომ მედია კარნახობს, აიძულებს ადამიანს, ვინ აირჩიოს და რომელ პოლიტიკურ გუნდს ენდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჩაგრავს? ესაა მედიის საქმე? გაითვალისწინეთ გამარჯვებაზეა საუბარი. ამიტომ მსოფლიო მედია თანხმდება იმაზე, რომ ასეთ შემთხვევებში მთავარი ობიექტურობა კი არა, სამართლიანობაა. ჩვენთან?

7. ფეიკნიუსი - აი, ზემოთ რომ დავწერე, ჩემი ახლობლის მაგალითი, ალბათ, ყველაზე უწყინარი ფეიკ ნიუსია. ვიცი, ბევრი ახლობელი მისაყვედურებს - ჩემი მაგალითი რატომ არ მოიტანეო. მაგრამ აღვნიშნე კიდეც, შედარებით უწყინარზე შევაჩერე ყურადღება მომისმენია - მკვლელია და შემდეგ არ აღმოჩნდა მკვლელი. მომისმენია, მძარცველია და არ აღმოჩნდა მძარცველი, მომისმენია - ნაცია, ქოციადა არც ნაციადა არც - „ქოცი. მომისმენია - მოიპარა და ტყუილი აღმოჩნდა, მომისმენია, მომისმენია... და ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ არასოდეს, არავინ ამის გამო ბოდიშს არ იხდის. შესაძლოა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის, რომ მედიაკანონმდებლობა და გამოხატვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტები საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური მთელს მსოფლიოში (!). ეს ფუფუნებაა, სიმდიდრეა, რომელსაც არ ვიმსახურებთ, რადგან ბოროტად ვიყენებთ. ვფიქრობ, რომ სწორედ ეს ახალისებს, ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ ნეგატიურად კონკრეტულ მედიასაშუალებებს ცილი დასწამონ და გამოხატვისა თუ სიტყვის თავისუფლებით შეფუთონ ადამიანების მორალური მკვლელობა. ამ ფონზე კი რეალურად იყვნენ პასუხისმგებლობის მიღმა. ნებისმიერი თავმოყვარე რედაქცია იკ ნიუსს ან შემოცურებულ ინფორმაციას თავად ებრძვის, იმით, რომ იკვლევს. მაგრამ თუ ამოცანა სხვაა?

***

მედია უმნიშვნელოვანეს როლს უნდა ასრულებდეს ჩვენი საზოგადოებისა და სახელმწიფოს განვითარება-ინფორმირებისთვის. მეტი გულისყურით, მეტი სიფრთხილით, მეტი პროფესიონალიზმითა და მეტი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს თითოეულ სიტყვას და ადამიანს.

ნუ გვავიწყდება, რომ თითოეული ჩვენი ოპონენტისა თუ სამიზნე სუბიექტის უკან დგას მისი ოჯახი, ახლობლები და მედიის ამოცანა ადამიანის განადგურება არ უნდა იყოს. უფრო მეტიც, გლობალურ კონტექსტში უდიდესი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ თითოეულ სიტყვას. დავაკვირდეთ, ხომ არ ვახდენთ უცხო და მტრულად განწყობილი ძალების ინტერესების რეალიზებას სრულიად უნებურად. თუმცა, მაგალითისთვის უნებლიე უნდა დავარქვა, თუ შეგნებული მავნებლობა ნამახავანჰესთან დაკავშირებით მედიის პოზიციას, არაპროფესიონალიზმის დემონსტრირებიდან დაწყებული ვიზუალურ-ვერბალური მეშჩანიზმით დასრულებული, რაც სახელმწიფოსთვის მიყენებული უდიდესი ზიანის ტოლფასი გახდა - ეს უკვე აღარ ვიცი.

***

და მაინც: რატომ გვჭირს ყველაფერი ეს? - იმიტომ, რომ ქართული მედია დასავლური სტანდარტის კი არა, საბჭოთა სოციალისტური სტანდარტისაა. თუ მოდურად ვიტყვით - საბჭოთა ტრენდზე ზის. იმიტომ, რომ მედია პოლიტიკური ძალების იდეოლოგიური იარაღია და არა ბიზნესი. ბიზნესი რომ არ არის, ეს იმითაც ჩანს, რომ განსაკუთრებით ტელემაუწყებლები წლიდან წლამდე არ იხდიან გადასახადებს და მერე ხელისუფლებები ჩამოაწერენ ხოლმე. გადასახადებს არ იხდიან ძირითადად პოლიტიკური მოტივით - სახელისუფლებო მედია, იმიტომ რომ ხელისუფლება „კრიშავს“, ოპოზიციური სრულად აბსურდული მოტივით - ხელისუფლებას რომ არ გადაუხდის. აბა, რომელიმე კომპანიამ გაბედოს იგივე - რა გნიასს ატეხენ ეს მაუწყებლები - გადასახდებს მალავენო.

ყველაზე საგანგაშო (!) ის გახლავთ, რომ თავად პოლიტიკურ ძალებს ძარღვიც კი არ უტოკდებათ თავისუფალ მედიაზე საუბრისას - როდესაც თავად აკონტროლებდნენ და აკონტროლებენ, განსაზღვრავდნენ და განსაზღვრავენ მედიის (განსაკუთრებით სატელევიზიო) სარედაქციო პოლიტიკას. და როდესაც ისინი საუბრობენ მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე, რეალურად გოდებენ საკუთარი მედიაგამოცემების ბედ-იღბალზე და დემოკრატრიული ნორმების დარღვევა სულ ფეხებზე ჰკიდიათ. რატომ? მათი ამოცანა მედიის კონტროლი და საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენაა და არა ის, რომ მედია განიხილონ პარტნიორად სახელმწიფოს აღმშენებლობის (სად არის თორემ კი) პროცესში.

დიახ, მედია ბიზნესი უნდა იყოს და არა პარტიულ პოლიტიკური იარაღი და ამ შემთხვევაში, დამფუძნებლების პოლიტიკური სიმპატიების მიუხედავად, მას მოუწევს ობიექტურობის მინიმალური სტანდარტების დაცვა.

მაგრამ როგორ გახდება საქართველოში მედია ბიზნესი, როდესაც მსხვილი საფინანსო კორპორაციები, კომპანიები, გროშებად ყიდულობენ კეთილგანწყობებს და დღემდე არავის უფიქრია მედიაში ინვესტიციების განხორციელება. რატომ? ადრე ნაცების ეშინოდათ, ახლა ქოცების ეშინიათ.

სხვა პრობლემაა თავად მედიამენეჯერები, რომლებიც მცირე ძღვენებითა და კეთილგანწყობით კმაყოფილდებიან. აბა, იყოს რომელიმე მედიაგამოცემა სააქციო საზოგადოება... აი, მანდ ვნახავთ რა არის რეალურად თავისუფალი მედია და თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკა.  

შესაბამისად ქართული საბჭოთა მედიისგან სხვას არც არაფერს უნდა ველოდოთ - უბრალოდ, აქ „ჩვენ“ „დამპალი“ ხელისუფლებაა და „ისინი“ „დამპალი“ ოპოზიცია. და ამ დაპლურ თამაშების ფორმატში ქართულ მედიას სამხვერპლოზე საქართველო და მისი მოქალაქეები მიაქვს. 

იმითვე დავასრულებ რაც ზემოთ დავწერე - რაც თავი მახსოვს სახლში, სტუმრად, სასტუმროში, სადაც ხშირად მიწევდა ყოფნა, არასოდეს ვყოფილვარ მარტო - მუდამ მახლდა ერთგული მეგობარი, რომელსაც ტელევიზორი ერქვა და ჰქვია მგონი ახლაც. უბრალოდ ის ადრე მუდამ ჩართული იყო - ბოლო ერთი წელია იქ, სადაც მე ვარ, ტელევიზორი გამორთულია. თუ რაღაც სასწაული მოხდა, მეუბნებიან და სმარტფონში ან ლეპტოპში ვნახულობ.

მაპატიეთ ვრცელი პუბლიკაციისთვის, მაგრამ სათქმელი ჯერ კიდევ ბევრია.

მომავალ შეხვედრამდე.

გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი

ნეიშენ ჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა