ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

თინა ბოკუჩავა - „რუსული კანონის“ მიღების შედეგად, საქართველო მილიონობით დოლარის თუ ევროს დაფინანსებას კარგავს

ნახვები: 593 თინა ბოკუჩავა - „რუსული კანონის“ მიღების შედეგად, საქართველო მილიონობით დოლარის თუ ევროს დაფინანსებას კარგავს

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, „რუსული კანონის“ მიღების შედეგად, საქართველო მილიონობით დოლარის თუ ევროს დაფინანსებას კარგავს.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში საქართველო „დღითიდღე ღარიბდება“.

„რუსული კანონის“ მიღების შედეგად, საქართველო მილიონობით დოლარის თუ ევროს დაფინანსებას კარგავს. მათ შორის, დაფინანსება ლუგარის ლაბორატორიისთვის შეიზღუდა, რომელსაც უმნიშვნელოვანესი როლი აქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ნაწილში. ასევე, ისეთი მნიშვნელოვანი დაფინანსება შეჩერდა, როგორიც არის სკოლების და საავადმყოფოებისთვის გამოყოფილი დაფინანსება. მათი რეაბილიტაცია, მშენებლობა, მედ-პერსონალის და მასწავლებლების გადამზადება, რაც კიდევ ცხადყოფს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება დღითიდღე გვაღარიბებს და აუცილებელია 26 ოქტომბერს, ჩვენი ერთიანობით ხმა ცვლილებებს მივცეთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ დავიბრუნოთ აღნიშნული საერთაშორისო დახმარების პროგრამები, არამედ ჩვენი ურთიერთობა გადავიყვანოთ სრულიად ახალ სტრატეგიულ ჭრილში, სადაც საქართველო გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე და უმოკლეს ვადებში ევროკავშირის ღირსეული, წარმატებული წევრი სახელმწიფო გახდება“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა