War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines
Fire breaks out at Kyiv Pechersk Lavra following Russian attack
In Kyiv, injury toll after Russian attack climbs to 30, four fatalities reported
ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმა თავდასხმაა ქრისტიანულ საზოგადოებასა და კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობაზე
თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს
Man detained in Zakarpattia region for threatening wife and children with grenade
Pletenchuk: No enemy ships spotted in Black Sea and Sea of Azov
U.S., Iran reach peace deal

არჩილ თალაკვაძე - მიხეილ სააკაშვილის საქმეში გამოსაძიებელი არაფერია

07.02.2022 ნახვები: 602

საკონსტიტუციო რეფორმების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ" შეცვალა პარლამენტის რეგლამენტი, ჩვენ ოპოზიციას მივეცით მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები და ბერკეტები, რათა თავისი საქმე გააკეთოს პარლამენტში. შესაბამისად, ოპოზიციას თავად შეუძლიათ, რომ შექმნან კომისია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას" თვეები დასჭირდა, რათა გაეთავისებინა დემოკრატიის ელემენტარული პრინციპი, რომ ემუშავათ პარლამენტში.

„როგორც ხედავთ პოლიტიკური პროცესები ვითარდება პარლამენტში ისე, როგორც ჩვენ ვეუბნებოდით საზოგადოებას. მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო, მათ შორის ჩვენს კოლეგებს ოპოზიციასთან, თუ რა ვუთხარით ჩვენ მოქალაქეებს თვეების წინ, მაშინ როდესაც არჩევნები ჩატარდა. ვუთხარით, რომ აუცილებელი იყო პარლამენტი დაკომლექტებულიყო ისე და პარლამენტს ემუშავა ისე, როგორც ის საზოგადოებამ აირჩია. როგორც ხედავთ თვეები დასჭირდა „ნაციონალურ მოძრაობას", ოპოზიციის რადიკალურ ბანაკს, რომ გაეგო და გაეთავისებინა დემოკრატიის ელემენტარული პრინციპი, რომ სადაც ხარ არჩეული, პირველ რიგში იქ უნდა იმუშაო და იქ უნდა სცადო საქმის გაკეთება. რაც შეეხება კომისიების შექმნას, ასეთი არაერთი ინიციატივა გვინახავს ჩვენ. როგორც ჩანს, ეს არის ერთგვარი საბაბი, რომ თავის მხარდამჭერებს არაპირდაპირ უთხრან სიმართლე, რომ აუცილებელია პარლამენტში შესვლა და ამას ითხოვს საზოგადოება, ამას ურჩევენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც, არამედ კიდევ რაღაც საკითხი მოიფიქრონ, თუ რით შეიძლება გაამართლონ პარლამენტში შესვლა და მუშაობა. თქვენ იცით, რომ საკონსტიტუციო რეფორმების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ" შეცვალა პარლამენტის რეგლამენტი, ჩვენ ოპოზიციას მივეცით მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები და ბერკეტები, რათა თავისი საქმე გააკეთოს პარლამენტში. შესაბამისად, ოპოზიციას თავად შეუძლიათ, რომ შექმნან კომისია", - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქმეში გამოსაძიებელი არაფერია, რადგან საერთაშორისო სასამართლოს გირგვლიანის საქმეზე ნათქვამი აქვს, რომ სწორედ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, მისი ხელმძღვანელობით მთელი სახელმწიფო ადმინისტრაცია იყო ჩართული უმძიმეს კანონდარღვევებში, რომელიც გირგვლიანის საქმეს უკავშირდება.

„ნებისმიერ სხვა საქმეზე, გადაკვეთა თუ არა საზღვარი, იცით, რომ მიდის სასამართლო პროცესები და ცხადია, იქ მტკიცებულებები არსებობს. ასე რომ ოპოზიციას შეუძლია, ნებისმიერ ამ საკითხს ჩაუღრმავდეს", - განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა წარედგინება. დადგენილების პროექტი ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ" მოამზადა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომისიის შექმნის მიზეზია მიხეილ სააკაშვილის მიმართ სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ შესაძლო ძალადობრივი და სხვა კანონსაწინააღმდეგო ფაქტების შესწავლა. კომისიის შექმნას 50 ხმა სჭირდება. „ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტში 30 დეპუტატი ჰყავს. მათ კომისიის შექმნისთვის ოპოზიციონერი კოლეგების მხარდაჭერა სჭირდებათ. ოპოზიციის ნაწილი კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს, მათ შორის არიან პარტია „საქართველოსთვის", „მოქალაქეები", „ევროპელი სოციალისტები".

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა