ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

პაატა მანჯგალაძე - დღეს მსოფლიოში, „ქართული ოცნების“ გარდა, უკვე არავინ აყენებს ეჭვქვეშ, რომ რუსეთი აგრესორია და ჩაიდინა ომის დანაშაული

ნახვები: 592 პაატა მანჯგალაძე - დღეს მსოფლიოში, „ქართული ოცნების“ გარდა, უკვე არავინ აყენებს ეჭვქვეშ, რომ რუსეთი აგრესორია და ჩაიდინა ომის დანაშაული

დღეს მსოფლიოში უკვე არავინ აყენებს ეჭვქვეშ, რომ რუსეთი აგრესორია და ჩაიდინა ომის დანაშაული გარდა „ქართული ოცნებისა“ - სწორედ ამიტომ 26 ოქტომბერს ჩვენ გვაქვს შანსი, შევცვალოთ ხელისუფლება, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და ინტერესს,- ამის შესახებ „ერთიანობას“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად ცდილობს, ბრალი დასდოს საქართველოს და იმდროინდელ ხელისუფლებას, რაც „ანტიქართული, ანტიეროვნული ქმედებაა“.

„დღეს მსოფლიოში უკვე არავინ აყენებს ეჭვქვეშ, რომ რუსეთი აგრესორია და ჩაიდინა ომის დანაშაული გარდა „ქართული ოცნებისა“, რომელიც მიზანმიმართულად ცდილობს, ბრალი დასდოს საქართველოს და იმდროინდელ ხელისუფლებას და რაც არ უნდა იმალებოდეს ამ მოტივის უკან, არის ანტიქართული, ანტიეროვნული ქმედება. სწორედ ამიტომ 26 ოქტომბერს ჩვენ გვაქვს შანსი, შევცვალოთ ხელისუფლება, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს ინტერესს, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი და ქართველებს ქვეყანაში ჰქონდეთ ცხოვრების უკეთესი პირობები, მაღალანაზღაურებადი სამსახურები, ღირსეული პენსიები, კარგი განათლების შესაძლებლობა როგორც ეს აშშ-ში და ევროპის სხვა ქვეყნებშია. არჩევანი მარტივია, ვისაც გვინდა განვითარება, ხმას ვაძლევთ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, ერთიანობით გავიმარჯვებთ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა