ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

არჩილ თალაკვაძე - დენდროლოგიური პარკი ქვეყნის ეკონომიკისთვის უნიკალური პროექტია, რადიკალური ოპოზიცია უკმაყოფილოა, რომ ქვეყანა ვითარდება

ნახვები: 593 არჩილ თალაკვაძე - დენდროლოგიური პარკი ქვეყნის ეკონომიკისთვის უნიკალური პროექტია, რადიკალური ოპოზიცია უკმაყოფილოა, რომ ქვეყანა ვითარდება

დენდროლოგიური პარკი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის და იმიჯისთვის უნიკალური პროექტია, მაგრამ რადიკალური ოპოზიცია უკმაყოფილოა, რომ ქვეყანა ვითარდება, ხორციელდება მასშტაბური პროექტები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს ერთადერთი საზომით ზომავს, რაც მათი გაკეთებული არ არის, ესე იგი ცუდია, მათ კარგზე კარგის თქმა არ შეუძლია, სიმართლის აღიარება არ შეუძლია, მათი გადმოსახედიდან საერთო სურათი არის დამახინჯებული.

„შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი უნიკალური ეკოლოგიური პროექტია და გახსნის დღიდან, მხოლოდ ამ ორ-სამ წელიწადში, ცხრა მილიონზე მეტი სტუმარი ჰყავდა, რაც მიუთითებს, რომ ამ ეკოსისტემის მიმართ ინტერესი ძალიან მაღალია. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის და იმიჯისთვის მართლაც უნიკალური პროექტია. სხვისი ლენტის მჭრელი რადიკალური ოპოზიცია უკმაყოფილოა, რომ ქვეყანა ვითარდება, ხორციელდება ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორიც არის უნივერსიტეტის ეკონომიკური ინფრასტრუქტურა, ყველაფერს ზომავენ ერთადერთი საზომით, რომ რაც მათი გაკეთებული არ არის, ესე იგი ცუდია. სამწუხაროა, რომ გვყავს ოპოზიცია, რომელსაც კარგზე კარგის თქმა არ შეუძლია, სიმართლის აღიარება არ შეუძლია, მათი გადმოსახედიდან საერთო სურათი არის დამახინჯებული. ეს არის მათი პოლიტიკური კოდი, მათი მიდგომა ქვეყნის მიმართ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ უმეტესი მათგანი, სულ მცირე, ორ-ორჯერ არის ნამყოფი დენდროლოგიურ პარკში, მაგრამ უჭირთ ამის აღიარება, ისევე როგორც სხვა ბევრი რამის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა