ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

„ქართული ოცნების" კასპის მაღალჩინოსანი, ყოფილი მერი, „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა

ნახვები: 623 „ქართული ოცნების" კასპის მაღალჩინოსანი, ყოფილი მერი, „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” აგრძელებს შეხვედრებს, კასპში მოსახლეობას შეხვედრის პარალელურად, „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ კასპში შემოუერთდა, ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსანი და კასპის ყოფილი მერი მანუჩარ მერაბაშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.

„შევალთ თითოეულ ოჯახში, სადაც სათქმელი იქნება ის, რომ უპირველესი არის სახელმწიფო ინტერესები და არა ერთი რომელიმე კონკრეტული პარტიის ინტერესები. ჩვენ ყველანი ვალდებულები ვართ ჯერ ვიყოთ საქართველოს სამსახურში, სამშობლოს ვემსახუროთ, ის ინტერესები გავატაროთ და შემდგომ ვიყოთ თითოეული პარტიის ინტერესების გამტარებლები, როცა ადამიანები საუბრობენ,იმაზე, რომ რაღაც ნაბიჯს რომ გადადგამ, რაღაც უხერხულობას ქმნის, ჩემთვის არის მარტივად გადასაწყვეტი , თითოეული ნაბიჯი, გამომდინარე იქიდან, რომ თუ ადამიანს არ გიცხოვრია ისე, რომ რაიმეს შეგრცხვეს შენს განვლილ ცხოვრებაში და დისკომფორტს ეს არ შეგიქმნის , შეგიძლია მიხვიდე ყველგან და გამოხატო შენი აზრი იმასთან დაკავშირებით თუ ეს სჭირდება შენს სამშობლოს. მადლობა ნდობისთვის, თითოეულ თქვენგანს, ბატონ გიორგის, ბატონ ბადრის და მე ჩემი ცხოვრების წესით,ჩემი მოქმედებით და იმ 26 ოქტომბრის გამარჯვებით დაგარწმუნებთ თითოეულ თქვენგანს,რომ შეგვიძლია მოვიპოვოთ ერთიანობით ის გამარჯვება, რასაც ყველა ელოდება და ჩემი სათქმელიც ის არის, რომ არავითარი კოალიციური მეორე მესამე ადგილი და ა.შ. ჩვენ გავალთ პირველ ადგილზე, ჩვენ თუ ვირწმუნებთ იმას, რომ შეგვიძლია პირველ ადგილზე გასვლა, მერწმუნეთ, რომ ეს არის მისაღწევი ჩვენთვის. მადლობა და წარმატებები თითოეულ თქვენგანს", - განაცხადა მანუჩარ მერაბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა