მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

რატი იონათამიშვილი - დღითიდღე აშკარა ხდება ღრმა კრიზისი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაშია“

ნახვები: 603 რატი იონათამიშვილი - დღითიდღე აშკარა ხდება ღრმა კრიზისი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაშია“

დღითიდღე აშკარა ხდება ღრმა კრიზისი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაშია", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიას წლების განმავლობაში არ ჰქონია არც ერთი მცდელობა, რაიმე პოზიტიური საკითხი შემოეტანა დღის წესრიგში.

„დღითიდღე აშკარა ხდება საზოგადოებისთვის ის ღრმა კრიზისი, რომელიც არსებობს „ნაციონალურ მოძრაობაში". როგორც ჩანს, ამ პარტიის ლიდერები ხელს უწყობენ კრიზისის გამძაფრებას. ეს არის ბუნებრივი და კანონზომიერი, რადგან ამ პარტიას ამდენი წლის მანძილზე არ ჰქონია არც ერთი მცდელობა, თუნდაც რაიმე პოზიტიური საკითხი შემოეტანათ დღის წესრიგში. ისინი რითაც არიან დაკავებული, ესაა ურთიერთლანძღვა, ურთიერდაპირისპირება და ერთმანეთისთვის გადაბრალება პასუხისმგებლობის. სინამდვილეში, პასუხისმგებლობის აღების უნარი არც მელიას აქვს, მით უმეტეს არც ბარამიძეს და არც სააკაშვილს. ამიტომ რაც მეტს ილაპარაკებენ, კიდევ მეტად დაინახავს საზოგადოება ამ სავალალო სურათს", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა