აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ბრძანება დაბადებისთანავე მოქალაქეობის შეზღუდვის შესახებ ბათილად ცნო
პრეზიდენტის ადმინისტრაცია: მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
კავკასია: გუშინ, დღეს, ხვალ. ექსპერტები რეგიონის ძირითად გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე
ირანული მედია: აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვას მიხეილ ყაველაშვილიც დაესწრება
ელისაშვილის ადვოკატი: ვიდეოკადრებით ბრალდებულის იდენტიფიცირება შეუძლებელია, ექსპერტიზა კი ზიანს დაახლოებით 150 ევროდ აფასებს
მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიციის დიდი ნაწილი ნაწილობრივ „ქოცებს“ დაემსგავსა და სიტყვა „დიქტატორის“ გამოყენებასაც ვეღარ ბედავს
ეკატერინე ხვედელიძე მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედას: ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქართველი დედა თქვენი ჭირისუფალია
კახა კალაძე: მიხეილ ყაველაშვილის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასწრებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ

ქობულეთის ზღვისპირა პარკის მოწყობაში 6,9 მილიონია გადახდილი-პარკი უკვე დაზიანებულია

12.02.2022 ნახვები: 564

ქობულეთის მერიამ ზღვისპირა პარკის მოწყობაში 6,9 მილიონი გადაუხადა შპს "ჯორჯიან სტოუნს", რომლის დირექტორიც მერიის ყოფილი ჩინოსანია.

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, 2020 წელს მოწყობილი პარკი უკვე დაზიანებულია.

"ორივე ტენდერში გაიმარჯვა კომპანია ჯორჯიან სტოუნმა, რომელმაც 2020 წელს გამოცხადებული ტენდერი კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოიგო.

აუდიტის დასკვნით, ჯორჯიან სტოუნის კონკურენტის შეთავაზება ბიუჯეტს 437 ათას ლარზე მეტს უზოგავდა და მისი დისკვალიფიკაცია უსამართლოდ მოხდა.

ჯორჯიან სტოუნი ტენდერებში გამარჯვებას 2015 წლიდან იწყებს, როცა მისი დირექტორი ბადრი რომანაძე გახდა, რომელიც მანამდე ქობულეთის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი იყო.

2015-2021 წლებში ჯორჯია სტოუნმა მხოლოდ ქობულეთში 34 ტენდერში გაიმარჯვა, საიდანაც ჯამში 20 მილიონამდე ლარი მიიღო.

საგარანტიო ვადის პერიოდში ზღვისპირა პარკს ხარვეზები აღენიშნებოდა, თუმცა მერიას არც ხარვეზები გამოუვლენია და არც გამოსასწორებლად მიუმართავს კომპანიისათვის", - წერია განცხადებაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა