თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ირანული მედია: აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვას მიხეილ ყაველაშვილიც დაესწრება

ნახვები: 333 ირანული მედია: აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვას მიხეილ ყაველაშვილიც დაესწრება

 

ირანის ყოფილი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები და ოფიციალური დელეგაციები დაესწრებიან. ამის შესახებ ირანული საინფორმაციო სააგენტო WANA News-ი იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ საქართველოს ოფიციალურ დელეგაციას საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი უხელმძღვანელებს და დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.

WANA News-ის ცნობით, ირანში ასევე ჩავლენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

გამოცემის ინფორმაციით, ოფიციალური გრაფიკის მიხედვით, საჯარო გამოსამშვიდობებელი ცერემონია 4 ივლისს, დილის 6:00 საათზე, თეირანში, იმამ ხომეინის მოსალაში დაიწყება და 5 ივლისის საღამოს 20:00 საათამდე გაგრძელდება. დაკრძალვის ლოცვა 5 ივლისის დილით გაიმართება.

ცერემონიების დასრულების შემდეგ აიათოლა ალი ხამენეის ცხედარს თეირანიდან და ყუმიდან ერაყის ოთხ ქალაქში გადაასვენებენ, შემდეგ კი ირანში დააბრუნებენ. საბოლოოდ, მისი დაკრძალვა 9 ივლისს ქალაქ მეშჰედში გაიმართება.

WANA News-ის ცნობით, ზოგიერთმა უცხოელმა ოფიციალურმა პირმა და მომლოცველმა, რომლებიც თავდაპირველად ირანში გამართულ ცერემონიებზე დასწრებას გეგმავდნენ, გადაწყვეტილება შეცვალეს და ერაყში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა