მეუფე გიორგი ჯამდელიანი ლაშა ნაცვლიშვილს: საჯაროდ მოიხადეთ ბოდიში და მეუფე იობის წინაშე შენდობა ითხოვეთ
ელენე ხოშტარია: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების ომში ჩასართავად რეკლამებს ავრცელებს, ხელისუფლება კი დუმს
ხვიჩა კვარაცხელია მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე თავდასხმაზე: ლაჩრულად, ზურგიდან მიპარვით შეეცადნენ თქვენს დაჩაგვრას — ქართველებთან ეს არასდროს გამოუვათ
პროკურორი დავით ფეიქრიშვილის განცხადებაზე: ტელეფონები დალუქული იყო, პროკურორს მათთან შეხება არ ჰქონია
საერთო ისტორია და კულტურული კავშირები: ექსპერტებმა ქართულ-რუსული ურთიერთობები განიხილეს
ევა გოცირიძე „ქართულ ოცნებას“: თუ ოპოზიციური პარტიები ისედაც მილევად რეჟიმში არიან, რაში გვჭირდება მათი აკრძალვა?
ანა წითლიძე: „ქართული ოცნება“ ბევრი მიზეზის გამო ასაკრძალი მგონია, მაგრამ ამის შესაძლებლობა რომ მქონდეს, არასდროს ავკრძალავდი
დავით ფეიქრიშვილი: ჩემი წამების მიზანი ტელეფონის პაროლის მიღება იყო – ამაში ციხისა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელებიც მონაწილეობდნენ

ეკატერინე ხვედელიძე მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედას: ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქართველი დედა თქვენი ჭირისუფალია

ნახვები: 377 ეკატერინე ხვედელიძე მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედას: ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქართველი დედა თქვენი ჭირისუფალია

 

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილი მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე, მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის მიმართვას გამოეხმაურა.

ეკატერინე ხვედელიძე გამოქვეყნებულ განცხადებაში ოჯახს სამძიმარს უცხადებს და აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით ყველა კითხვას გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.

„ქალბატონო ეკა, მთელი გულით თანაგიგრძნობთ და ვიზიარებ თქვენს უმძიმეს ტრაგედიას. ვიცი, რომ არ არსებობს სიტყვა, რომელიც დედას შვილის დაკარგვის ტკივილს შეუმსუბუქებს, თუმცა მინდა იცოდეთ, რომ ამ მწუხარებაში მარტო არ ხართ და ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქართველი დედა თქვენი ჭირისუფალია“, – ნათქვამია მიმართვაში.

მისივე განცხადებით, არსებული ინფორმაციით, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და იგი დარწმუნებულია, რომ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ.

„როგორც ჩემთვის ცნობილია, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ და ყველა გარემოება სრულად იქნება შესწავლილი, რათა თქვენს თავს დატრიალებული უმძიმესი ტრაგედიის არცერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი. როგორც დედა-დედას, როგორც ქალი-ქალს, გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს, ძალას და სიმშვიდეს“, – აღნიშნულია ეკატერინე ხვედელიძის განცხადებაში.

ცნობისთვის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ, ერთი დღით ადრე ბიძინა ივანიშვილის სახლთან გამართულ მიმართვაში ეკატერინე ხვედელიძეს მოუწოდა, „როგორც დედა გამწარებულ დედას“, მის გვერდით დამდგარიყო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა