ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

მიხეილ სააკაშვილი - აქტიურ მოქალაქეებს მოვუწოდებ, დაიწყონ პროტესტი უახლოეს საათებსა და დღეებში

01.11.2024 ნახვები: 557

მესმის ხალხის დიდი ნაწილის სურვილი, რომ აქციები დაჩქარდეს, თუმცა პარტიებზე გადაბრალება ოლიგარქის რეჟიმს აწყობს მხოლოდ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

სააკაშვილი აქტიურ მოქალაქეებს მოუწოდებს, უახლოეს საათებსა და დღეებში პროტესტი დაიწყონ.

„ვინ უშლის ნებისმიერ, თუნდაც მცირერიცხოვან ჯგუფს თვითონ გამოხატონ პროტესტი და არ დაელოდონ პარტიებს. მჯერა, რომ ასეთი აქტიური მოქალაქეები არსებობენ და მინდა მოვუწოდო მათ, დაიწყონ პროტესტები უახლოეს საათებსა და დღეებში. განსხვავებით 2003 წლიდან, ახლა სოციალური ქსელი იძლევა ბევრად უფრო სწრაფი დაორგანიზების საშუალებას. თუ მხოლოდ პარტიის ლიდერები იქნებიან ამ პროტესტის ავანგარდში, მათი განეიტრალება შედარებით ადვილი იქნება. ახლა გადამწყვეტია მასობრივი თვითორგანიზაცია და თვითინიციატივა, პარტიებმა თავის საქმე აკეთონ, თქვენ თქვენი. ასე რომ, ნუ დაელოდებით ნურავის, ნუ შემოიფარგლებით „ფეისბუქში“ უკმაყოფილების გამოხატვით, გამოდით და შეეწინააღმდეგეთ დიქტატურას! დიქტატურა ვერ გაიმარჯვებს!“ - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა