ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

იგორ ნარმანია - აქციები იქნება პერმანენტული და უწყვეტი ხასიათის

ნახვები: 600 იგორ ნარმანია - აქციები იქნება პერმანენტული და უწყვეტი ხასიათის

აქციები იქნება პერმანენტული და უწყვეტი ხასიათის, რაც უმნიშვნელოვანესი პროცესია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ იგორ ნარმანიამ 4 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამ პროცესში ჩართული იქნება ყველა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპული მომავალი.

„აქციები იქნება პერმანენტული და უწყვეტი ხასიათის, რაც არის უმნიშვნელოვანესი პროცესი. რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩართული იქნება, როგორც საზოგადოება, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ისევე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, ყველა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის ევროპული მომავალი“, - განაცხადა იგორ ნარმანიამ.

ცნობისთვის, ოპოზიციამ 4 ნოემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქცია დააანონსა. აქციაზე გახდება ცნობილი ოპოზიციის სამოქმედო გეგმაც.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა