მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები დიპლომატებს შეხვდნენ

ნახვები: 604 სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები დიპლომატებს შეხვდნენ

სადამკვირვებლო მისიამ "ჩემი ხმა“, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" და "სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ", საქართველოში მოქმედ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ერთობლივი პრეზენტაცია წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გამოვლენილ დარღვევებს და სავარაუდო გაყალბების სქემას.

„სადამკვირვებლო მისიებმა დიპლომატებს გააცნეს არჩევნების დღეს თითოეული მისიის მიერ გამოვლენილი დარღვევები, სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით, ასევე ინფორმაცია მათ მიერ არჩევნების დღეს და შემდეგ პერიოდში საარჩევნო კომისიებში წარდგენილი საჩივრების შესახებ.

პრეზენტაცია მოიცავდა ფოტო და ვიდეო მტკიცებულებებს. სადამკვირვებლო ორგანიზაციის წევრებმა ასევე პასუხი გასცეს დიპლომატიური კორპუსის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს გამოვლენილი დარღვევებისა და განხილული საჩივრების შესახებ.

შეხვედრაზე გამოიკვეთა საერთაშორისო პარტნიორების მაღალი ინტერესი და მათ გამოთქვეს მზადყოფნა, ყურადღებით დააკვირდნენ საქართველოში მიმდინარე პროცესს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა