ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

დიდი ალბათობით, რუსთავის მაჟორიტარად ბადრი ჯაფარიძეს მხარს არ დავუჭერთ-ალეკო ელისაშვილი

ნახვები: 600 დიდი ალბათობით, რუსთავის მაჟორიტარად ბადრი ჯაფარიძეს მხარს არ დავუჭერთ-ალეკო ელისაშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ „მოქალაქეები" რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძეს დიდი ალბათობით მხარს არ დაუჭერს და პარტიას საკუთარი კანდიდატი ეყოლება.

როგორც საქართველოს პირველ არხს ელისაშვილმა განუცხადა, ძალიან საწყენია, რომ „ლელომ" ვერა და ვერ გამოიტანა დასკვნები არაკოლეგიური ქცევებიდან.

„გუშინ არაკოლეგიური საქციელი ვიხილეთ - გამოვიდნენ, პრესკონფერენცია გამართეს და ცხელ გულზე თქვეს, რომ ბადრი ჯაფარიძე საერთო ოპოზიციური კანდიდატი იქნება რუსთავში. ეს არის არაკოლეგიალური დამოკიდებულება, ასე ქცევა არ შეიძლება. „ლელოსთვის" ასჯერ მაქვს ნათქვამი, რომ მოვიდნენ და შეთანხმდნენ. პრესკონფერენციას აწყობენ და გვითითებენ, ეს იქნება კანდიდატი და მხარი დაუჭირეთო. ბოდიშით, მაგრამ ჩვენ ჩვენი გეგმები და მიზნები გვაქვს. დიდი ალბათობით, ბადრი ჯაფარიძეს მხარს არ დავუჭერთ და ჩვენი კანდიდატი გვეყოლება. ამას წყენის და ბრაზის გამო არ ვაკეთებთ. თუ თანხმობა უნდათ, კეთილი ინებონ და წინასწარი კონსულტაცია გაიარონ. ტერიტორიას რომ მინიშნავ და სხვა გზა არ გაქვს, მხარი უნდა დამიჭირო, სწორი არ არის", - აღნიშნა ელისაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა