ანდრია ჯაღმაიძე: მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრა იმედს ტოვებს, რომ ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგმება
ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones

გიორგი გახარია - მივმართავ დასავლელ პარტნიორებს, გვერდით დაუდგნენ ქართველ ხალხს და არ მისცენ ლეგიტიმაცია გაყალბებულ არჩევნებს

ნახვები: 590 გიორგი გახარია - მივმართავ დასავლელ პარტნიორებს, გვერდით დაუდგნენ ქართველ ხალხს და არ მისცენ ლეგიტიმაცია გაყალბებულ არჩევნებს

მივმართავ და მოვითხოვ საქართველოს დასავლელი პარტნიორებისგან, გვერდით დაუდგნენ ქართველ ხალხს, არ მისცენ ლეგიტიმაცია გაყალბებულ არჩევნებს - გამოიყენონ მათ ხელთარსებული ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის სანქციები, იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომლებიც დამნაშავეები არიან არჩევნების მოპარვაში, დემოკრატიულ უკუსვლაში და იმ მოქალაქეებზე ძალადობაში, რომლებიც გუშინ ქვეყნის ევროპულ მომავალს იცავდნენ,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, იმისათვის, რომ ქვეყანა „დაბრუნდეს ევროპული განვითარების გზაზე“ საჭიროა, ახალი არჩევნების თარიღი და კონკრეტული ადმინისტრაციების ცვლილება.

„რა თქმა უნდა, ჩვენი, საქართველოს თითოეული მოქალაქის უპირველესი ვალია, გავერთიანდეთ. ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ, ვიზრუნოთ და ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ქვეყანა დავაბრუნოთ ნორმალური, ევროპული განვითარების გზაზე. მინდა გითხრათ, რომ ამ გზაზე ჩვენი მიზანია:

მივიღოთ ახალი არჩევნების ჩატარების თარიღი;

პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე, მივაღწიოთ და აირჩეს ცესკო-ს, სუს-ის, სახალხო დამცველის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორის და სახელმწიფო აუდიტის ადმინისტრაციები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა შემდგომ არჩევნებს აზრი არ ექნება. ჩვენ ერთადერთი გზა გვაქვს - დავიბრუნოთ არჩევნები, საქართველოს მოქალაქეებმა ჩვენი უფლებები, მხოლოდ ამ ადმინისტრაციების ცვლილებით.

ამ მიზნის მისაღწევად, მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს და ყველას მოგიწოდებთ, სადაც და რა ფორმითაც შეგვიძლია, მშვიდობიანად გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი, რათა ეს პროტესტი იყოს მრავალი, სისტემური და მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მივმართავ საქართველოს დასავლელ პარტნიორებს და მოვითხოვ, გვერდით დაუდგნენ ქართველ ხალხს და არ მისცენ ლეგიტიმაცია გაყალბებულ არჩევნებს, უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებზე უკანონოდ დანიშნულ პირებს. გამოიყენონ მათ ხელთარსებული ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის სანქციები. არა ქართველი ხალხის წინააღმდეგ. მაგალითად, ვგულისხმობ, უვიზო რეჟიმის შეჩერებას. არამედ გამოიყენონ, კონკრეტულად და პერსონალურად იმ რამდენიმე ადამიანის წინააღმდეგ, რომლებიც დამნაშავეები არიან არჩევნების მოპარვაში, არჩევნების გაყალბებაში, დემოკრატიულ უკუსვლაში და რაც მთავარია, საქართველოს იმ მოქალაქეების ძალადობაში, რომლებიც გუშინ თბილისის ქუჩებში ქვეყნის ევროპულ მომავალს იცავდნენ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა