ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, ბექა ყორშიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

ნახვები: 618 ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, ბექა ყორშიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, ბექა ყორშიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, ჟურნალისტების დევნა შეწყვიტოს.

"მთავარი არხის“ ცნობით, ტელეკომპანიის ჟურნალისტი და წამყვანი, ბექა ყორშია, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული და ამჟამად ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. ადვოკატის თქმით, ჟურნალისტი სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა 7 დეკემბერს გამთენიისას, სრულიად უკანონოდ და უსაფუძვლოდ, ელბაქიძის დაღმართზე მიმავალი დააკავეს. ჟურნალისტის ადგილსამყოფელი ოთხი საათის განმავლობაში უცნობი იყო. ბექა ყორშიასთან კონტაქტს ვერ ამყარებდნენ ადვოკატი და ახლობლები. მოგვიანებით გაირკვა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ის დიღმის სამმართველოში ჰყავდათ.

„მთავარი არხი“ ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მისი უკანონო დაკავების ფაქტის გამოძიებას ითხოვს. 7 დეკემბერს ღამით, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს დეა მამისეიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

“პალიტრა ნიუსის” ჟურნალისტის, მარიამ მაზიაშვილის თქმით, მას სპეცრაზმელმა ტელეფონი დაუმტვრია. ჟურნალისტი ამ დროს ლაივით იყო ტელევიზიაში ჩართული. მარიამ მაზიაშვილის თქმით, სპეცრაზმელმა ეს განგებ გააკეთა. „ვიღებდი და ნუ გვიღებო, ტელეფონი დამიგდო დაბლა. პრესკარტა მიკეთია, იცოდა, რომ ჟურნალისტი ვიყავი“.

OC Media-ს ინფორმაციით, გამოცემის დამფუძნებლი და თანადირექტორი მარიამ ნიკურაძე, შესაძლოა, არის იმ ადამიანების სიაში, ვის დაკავებასაც “ქართული ოცნების” ხელისუფლება გეგმავს. მარიამ ნიკურაძემ ეს ინფორმაცია სანდო წყაროსგან მიიღო და ნახა კიდეც სია, რომელშიც 48 გვარი და პირადი ნომერია შეტანილი. ამ სიის ნამდვილობის გადამოწმება წყარომაც ვერ შეძლო, თუმცა აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ადამიანი, რომელთა გვარებიც ამ სიაში იძებნება, უკვე დაკავებულია. მათ სისხლის სამართლის დანაშაულს ედავებიან", - წერია ქარტიის განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა