ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმაისტერი
ირაკლი კობახიძე ვიზალიბერალიზაციაზე - შანტაჟი ვერ გაჭრის
მაკა ბოჭორიშვილი - შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,380 over past day
Melnyk urges UN to ban Russia from peacekeeping missions over sexual violence crimes
Zelensky, Macron coordinate next steps in phone call
Zelensky has talk with Witkoff and Kushner

ევროკომისია ევროპულ საბჭოს ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინადადებით მიმართავს

20.12.2024 ნახვები: 622

ევროკომისია დღეს ევროპულ საბჭოს ვიზების გაცემის გამარტივების შესახებ ევროკავშირი-საქართველოს შეთანხმების ნაწილის შეჩერების შესახებ შეთავაზებას წარუდგენს, - ამის შესახებ ევროკავშირის ვებ-გვერდზე განთავსებულ პრესრელიზშია აღნიშნული.

„თუ საბჭო მიიღებს ამ წინადადებას, ქართველ დიპლომატებს, ოფიციალურ პირებს და მათ ოჯახებს, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტები, დასჭირდებათ ვიზა ევროკავშირში 90 დღემდე ხანმოკლე ყოფნისთვის ნებისმიერი 180-დღიანი პერიოდის განმავლობაში“, - აღნიშნულია პრესრელიზში.

ინფორმაციის თანახმად, ეს გადაწყვეტილება არ მოახდენს ნეგატიურ ზეგავლენას ადამიანთა შორის კონტაქტებზე, რადგან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ჩვეულებრივი პასპორტის მფლობელები არიან, კვლავაც ისარგებლებენ უვიზო მიმოსვლის რეჟიმით ევროკავშირში ხანმოკლე მოგზაურობის დროს.

„ეს წინადადება არის პასუხი საქართველოს ხელისუფლების ძალადობრივ რეპრესიებზე მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ, რომელიც დაიწყო მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ 28 ნოემბერს გამოაცხადა, რომ აღარ გააგრძელებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებას 2028 წლამდე. გარდა ამისა, საქართველოს ბოლოდროინდელი კანონმდებლობა, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (მიღებული 2024 წლის მაისში) და „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ (მიღებული 2024 წლის სექტემბერში), ძირს უთხრის ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებიც ევროკავშირის ფასეულობების ბირთვს წარმოადგენს. ფუნდამენტური უფლებების დაცვა, როგორიცაა ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის ეფექტური განხორციელება, გადამწყვეტი მოთხოვნაა ვიზალიბერალიზაციისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ევროკომისია განმარტავს, რომ ახლა გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს.

„ახლა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების ნაწილობრივი შეჩერების შესახებ შეთავაზებასთან დაკავშირებით. თუ საბჭო მიიღებს წინადადებას და ის ძალაში შევა, წევრ სახელმწიფოებს მოუწევთ საჭირო ზომების მიღება. ეს ნიშნავს, რომ გულწრფელი თანამშრომლობის პრინციპის შესაბამისად, მათ მოუწევთ საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების და სპეციალური პასპორტების მფლობელთათვის მიმართონ სავიზო მოთხოვნას და აცნობონ ეს ზომები სხვა წევრ სახელმწიფოებსა და კომისიას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა