ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

პაპუაშვილი: რეინდერმა მე სამართლის უზენაესობა როგორ უნდა ამიხსნას, ნაცები უჭირდნენ მხარს ევროსაბჭოშიო

ნახვები: 622 პაპუაშვილი: რეინდერმა მე სამართლის უზენაესობა როგორ უნდა ამიხსნას, ნაცები უჭირდნენ მხარს ევროსაბჭოშიო

ალან ბერსს, ვინც შვეიცარიის პრეზიდენტი იყო ორჯერ, შვეიცარიის პარლამენტის წევრი იყო წლების განმავლობაში და არის ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, აბრალებენ რუსეთის აგენტობას და გეტყვით, რატომაც აბრალებენ. „ნაციონალურმა მოძრაობა“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი იყო და მის წინააღმდეგ მისცა ხმა, როდესაც არჩევნები იყო და იცით, ვის დაუჭირა მხარი „ნაციონალურმა მოძრაობამ“? ბატონ დიდიე რეინდერს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის პოსტზე ალენ ბერსეს ნაცვლად, მხარი დაუჭირა დიდიე რეინდერს, რომლის წინააღმდეგაც დღეს გამოძიება მიმდინარეობს ფულის გათეთრების ბრალდებით.

„რეინდერი გახლდათ ევროკავშირის კომისარი მართლმსაჯულების საკითხებზე, რომლის წინააღმდეგაც დღეს მიდის გამოძიება ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით, გაჩხრიკეს მისი ბინა, ამოიღეს ნაღდი ფული, რომლის წარმომავლობასაც ის ვერ ადასტურებს. ეს ადამიანი, პირველ დეკემბრამდე იყო ევროკავშირის კომისარი მართლმსაჯულების საკითხებში, მეც მქონდა მასთან შეხვედრა. ეს ადამიანი მე მიხსნიდა, ქართული მართლმსაჯულება როგორ უნდა მოგვეწყო, რას ნიშნავდა სამართლის უზენაესობა, კანონიერება, აღმოჩნდა, რომ ველაპარაკებოდი ადამიანს, რომელზეც გამოძიება მიდის ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით. ეს ადამიანი შეხვდა შემდეგ ზურაბ ადეიშვილს, მათ შორის, როდესაც იმყოფებოდა ბრიუსელში. კარგი ფაქტია, რომ ეს ადამიანი იყო მხარდაჭერილი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ევროსაბჭოს გენერალური მდივნის კანდიდატურად.“ – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ადამიანი, რომლის წინააღმდეგაც ფულის გათეთრების ბრალდებით მიდის გამოძიება, მას ასწავლიდა, რა არის კანონის უზენაესობა. შესაბამისად, პაპუაშვილის შეფასებით, ეს ფაქტიც ევროპარლამენტში არსებული პოლიტიკური კორუფციის ერთ-ერთი დასტურია.

„ესეც აჩვენებს, რა ქსელთან, რა კავშირებთან გვაქვს საქმე – ადამიანი, რომელზეც ფულის გათეთრების ბრალდებით მიდის გამოძიება, აქ მე მასწავლიდა რა არის მართლმსაჯულება, კანონის უზენაესობა და თურმე, ასეთი ბრალდების ქვეშ მყოფ ადამიანთან მქონდა საუბარი. ეს არის ის, რასაც ევროპარლამენტში ვხედავთ, ის პოლიტიკური კორუფცია, რომელიც დადასტურდა იმით, რომ თურმე, ამერიკელი ლობისტები წერენ ევროპარლამენტის რეზოლუციას. კიდევ კარგი, რომ ამერიკის უცხოელი აგენტების რეესტრში ვნახეთ პირდაპირ ხელშეკრულება, რომლის ანგარიშშიც პირდაპირ ეწერა, რომ ლობისტები ელაპარაკებოდნენ ევროპარლამენტის წევრებს და უწერდნენ მათ რეზოლუციის პროექტებს და საბოლოოდ ვნახეთ, როგორ აღმოჩნდა კეზერაშვილის, საერთაშორისო კრიმინალის გვარი ევროპარლამენტის რეზოლუციაში, საბოლოოდ შეირცხვინა თავი ევროპარლამენტმა ამ რეზოლუციით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა