ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ირაკლი კობახიძე - დამთავრებული ამბავია - პარლამენტი არის შემდგარი, მთავრობა არის შემდგარი, პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩატარდება

ნახვები: 627 ირაკლი კობახიძე - დამთავრებული ამბავია - პარლამენტი არის შემდგარი, მთავრობა არის შემდგარი, პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩატარდება

რა ხარვეზებზეც არის საუბარი ეუთო-ოდირის დასკვნაში, შეგიძლიათ ამოიკითხოთ ნებისმიერი ქვეყნის მიმართ შემუშავებულ საარჩენო დასკვნაში, ამიტომ, არაფრის საფუძველი არ არსებობს, დამთავრებული ამბავია - პარლამენტი არის შემდგარი, ­მთავრობა არის შემდგარი, პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩატარდება სამ დღეში, - ამის შესახებ საქართველოს ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს "ოპოზიციამ უკვე აღიარა არჩევნების ლეგიტიმაცია, როცა მათ უარი არ განაცხადეს დაფინანსების მიღებააზე".

„რა ხარვეზებზეც არის საუბარი ეუთო-ოდირის დასკვნაში, შეგიძლიათ ამოიკითხოთ ნებისმიერი ქვეყნის მიმართ შემუშავებულ საარჩევნო დასკვნაში, ამიტომ, არაფრის საფუძველი არ არსებობს, დამთავრებული ამბავია - პარლამენტი არის შემდგარი, მთავრობა არის შემდგარი, პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩატარდება სამ დღეში. ყველაფერი არის დამთავრებული და ეს ესმით მათ ძალიან კარგად. 1000 კაცსაც ვეღარ კრებენ ყოველდღიურად. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეიძლება ჩვენ შეგვასწრონ თებერვალში საქართველოს პარლამენტში. დღეს უკვე აღიარეს არჩევნების ლეგიტიმაცია, როცა უარი არ განაცხადეს დაფინანსების მიღებაზე. თუ არ აღიარებ შედეგებს, იმ შედეგების საფუძველზე როგორ იღებ დაფინანსებას? როცა უკვე ხელშესახებ სარგებელთან მოუწიათ შეხება, მაშინვე აღიარეს არჩევნები. რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება “, - განაცხადა კობახიძემ  "იმედის" ეთერში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა