ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ჯო უილსონი - საქართველოს ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა, უკიდურესად გაბედული პოზიცია დაიკავა

ნახვები: 603 ჯო უილსონი - საქართველოს ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა, უკიდურესად გაბედული პოზიცია დაიკავა

საქართველოს ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უსაზღვროდ გაბედული პოზიცია დაიკავა, შეუერთდა რა აქციის მონაწილეებს და მოითხოვა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი გამოცემა Сharleston Mercury-ში გამოქვეყნებულ წერილში წერს.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა არალეგიტიმური პარლამენტი და დააყენა არალეგიტიმური პრეზიდენტი, ასევე მიიღო დრაკონული კანონები, რომელიც საპროტესტო აქციების და სიტყვის თავისუფლების კრიმინალიზაციას ახდენს, სცემენ და აპატიმრებენ მოქალაქეებს.

„მიუხედავად ამისა, მამაცი ქართველი ხალხი აგრძელებს პროტესტს. სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა, უკიდურესად გაბედული პოზიცია დაიკავა, შეუერთდა რა აქციის მონაწილეებს და მოითხოვა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. მადლობელი ვარ, რომ ჩემს ორპარტიულ და ორპალატიან კოლეგებთან ერთად ქართველი ხალხის და პრეზიდენტ ზურაბიშვილს გვერდით ვდგავარ. მოვუწოდებ ყველა ამერიკელს, გვერდში დაუდგეს ქართველებს, რადგან ისინი იბრძვიან საკუთარი თავისუფლებისთვის“, - წერს უილსონი.

მისი თქმით, ქართველი ხალხი შეერთებული შტატების დიდ მეგობრებს შორისაა და მათი კონსტიტუცია შეიცავს დებულებებს, რომელიც სავალდებულოს ხდის საქართველოს ტრანსატლანტიკურ ინსტიტუტებში უფრო ღრმა ინტეგრაციას.

„საქართველოში თავისუფლება კარგია ამერიკისთვის და ხელს უშლის აშშ-ის მოწინააღმდეგეების მიერ საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის ბოროტად გამოყენებას. აუცილებელია, რომ შეერთებულმა შტატებმა შეინარჩუნოს თავისი ისტორიული მხარდაჭერა და ურთიერთობა ამ თავისუფალი ხალხის მიმართ“, - წერს უისლონი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა