ადვოკატი - ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, აქვს მოძრაობის გაძნელება
მიხეილ სააკაშვილი - რამდენიმე ოპოზიციონერმა ის კი არ თქვა, 20 ივნისს შემოვუერთდებითო, არამედ მიშას მხარდაჭერილი აქციააო
War update: 237 combat engagements on front line over past day
ADF neutralizes 97 of 119 Russian drones overnight
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,260 over past day
G7 leaders agree to increase air defense deliveries to Ukraine
Ukraine's efforts pay off on all fronts – Costa
Trump willing to pressure Russia if G7 allies help with Iran – Politico

ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროპას უკრაინის არმიის გარეშე რუსეთის წინააღმდეგ არანაირი შანსი არ აქვს

16.01.2025 ნახვები: 599

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ უკრაინაში ომის დამთავრების ან ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივა დამოკიდებულია ევროპის მზადყოფნაზე, რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი იყოს, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ომის 2025 წელს დასრულება, ზელენსკიმ უპასუხა, რომ ის მსგავს სურვილს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან გრძნობს.

„დარწმუნებული ვარ, რუსეთს ეშინია აშშ-ის, ჩინეთის და გაერთიანებული ევროპის. ევროპას უკრაინის არმიის გარეშე რუსეთის ჯართან გამკლავება არ შეუძლია, რადგან რუსული არმია რიცხოვნობით უფრო დიდია. რუსეთს მეტი იარაღი აქვს, მეტი ხალხი ჰყავს და უფრო სასტკია, ვიდრე ევროპელები,“ - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ევროპელები ცხოვრობენ დემოკრატიაში და რუსეთისგან განსხვავებით არ იციან რა არის ომი.

„ევროპას, სამწუხაროდ, უკრაინული არმიის გარეშე დღეს რუსეთის წინააღმდეგ არანაირი შანსი არ აქვს. პუტინმა ეს იცის და ამის შესახებ თავის წრეში საუბრობს. ამიტომ, თუ უკრაინა თავს არ დაიცავს, ის სწრაფად წავა უფრო შორს, ეს ფაქტია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან ევროკავშირს მოუწოდა იყოს სამჯერ უფრო პრაგმატული და გაზარდოს იარაღის წარმოება როგორც უკრაინისთვის, ასევე საკუთარი თავისთვის, რათა პუტინს გაუსწროს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა