ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ავტომაგისტრალზე საპროტესტო აქციაზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს

ნახვები: 619 ავტომაგისტრალზე საპროტესტო აქციაზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს

თბილისის შემოსასვლელთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა იყო. სამართალდამცავებმა ადგილზე აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

გარდა ამისა, შეხლა-შემოხლის გამო, აქციის რამდენიმე მონაწილე შეუძლოდ გახდა.

დემონსტრანტები გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ცდილობდნენ, სამართალდამცველები მოწოდებდნენ დემონსტრანტებს გზა გაეთავისუფლებინათ. საბოლოოდ, „თბილისი მოლთან“ შეკრებილ საპროტესტო აქციის მონაწილეებს საპოლიციო ძალების წარმომადგენლებმა გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს - ამ დროისთვის თბილისის შესასვლელთან საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია.

თბილისის გასასვლელში, ავტომაგისტრალზე პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. მოქალაქეები პოლიციამ ავტომობილში ჩასვეს და გაიყვანეს.

პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის პერიოდულად არის დაპირისპირება.

მანამდე აქციაზე დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა, "კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები, ნიკა მელია და თენგო თევზაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა