ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ნონა ქურდოვანიძე - მზია ამაღლობელი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს

ნახვები: 623 ნონა ქურდოვანიძე - მზია ამაღლობელი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს და გეგმავს, რომ სასამართლო პროცესში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც მარტშია ჩანიშნული.

როგორც ქურდოვანიძემ ამაღლობელის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუმარტა, მზია ამაღლობელი შედარებით უფრო სუსტად გრძნობს თავს, ვიდრე მანამდე, როდესაც ქურდოვანიძემ ბოლოს ის მოინახულა.

გარდა ამისა, ქურდოვანიძის თქმით, დღეს მას გადასცეს ბოლო ორი დღის განმავლობაში მზია ამაღლობელზე ჩატარებული კვლევების შედეგები.

„როგორც იცით, მზია ამაღლობელი 23-ე დღეა შიმშილობს. ის არის სრულ შიმშილობაზე და მხოლოდ წყალს იღებს. ბუნებრივია, ეს გავლენას ახდენს მის ჯანმრთელობაზე. ის შედარებით უფრო სუსტად გრძნობს თავს, ვიდრე მანამდე გრძნობდა, როდესაც მე მას ბოლოს შევხდი. თუმცა ის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. მზია ამბობს, რომ ის ამას კიდევ გაუძლებს და პროცესში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მარტშია ჩანიშნული. ის ასევე, უარყოფითად და ემოციურად აფასებს იმ განცხადებებსაც, რომელიც „ქართული ოცნების“ სხვადასხვა წარმომადგენლის მხრიდან კეთდება. კერძოდ, როდესაც ისინი საუბრობენ იმაზე, თითქოს ეს არის შანტაჟი მზიას მხრიდან. მზია ამაღლობელს თავიდანვე ცხადად ჰქონდა ნათქვამი, რომ ის არ ითხოვს შიმშილობის გამო რაიმე შეღავათებს მის საქმესთან დაკავშირებით. ეს არის მისი გადაწყვეტილება, იმ უსამართლობის გამო, რომელიც ქვეყანაში ხდება, არა მარტო მის საქმეზე, არამედ ზოგადად. აქედან გამომდინარე, ის პროტესტის ამ ფორმას აგრძელებს.

ჩვენ ჩვენი მხრივ ვალდებულები ვართ, რომ ადვოკატები ვმოქმედებდეთ მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად. სწორედ, ამიტომ ჩვენ მიმართული გვაქვს სახალხო დამცველისთვის, რომ მან სპეციალური ჯგუფი შექმნას, რომელიც მონიტორინგს განახორციელებს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ასევე, ვითხოვეთ არა ერთი კვლევის ჩატარება. დღეს ჩამბარდა ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩატარებული კვლევების შედეგები. ამას გავეცნობით და შემდეგ გვექნება შესაძლებლობა შევაფასოთ რაიმე პროცედურა არის თუ არა ისეთი გამორჩენილი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ დროულად ჩატარდეს”, - განაცხადა ქურდოვანიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა