ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ვხედავთ, დუმილს და უმოქმედობას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან-თინა ბოკუჩავა სალომე ზურაბიშვილს მიმართავს

ნახვები: 597 ვხედავთ, დუმილს და უმოქმედობას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან-თინა ბოკუჩავა სალომე ზურაბიშვილს მიმართავს

ხელისუფლებას ვთავაზობთ კონკრეტულ ინიციატივებს - მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, მოწვეული იყოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა რუსეთის სამხედრო აგრესიაზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, ევროპელი ლიდერები დღევანდელ მოცემულობას აფასებენ, როგორც ყველაზე მძიმე დღეს ევროპისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

„ვხედავთ, დუმილს და უმოქმედობას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ამგვარი დუმილი და უმოქმედობა საქართველოს დაუჯდება ძალიან სერიოზული ფასი. ამიტომ, ჩვენ ვთავაზობთ კონკრეტულ ინიციატივებს ხელისუფლებას - მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს მოწვეული იყოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა რუსეთის სამხედრო აგრესიაზე. ასევე პარლამენტის რიგგარეშე სხდომამ უნდა მიიღოს რეზოლუცია. არა იმგვარი, სადაც რუსეთი არ იყო ნახსენები. უნდა იყოს რეალური რეზოლუცია, სადაც საუბარი იქნება სანქციებზე. ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა და რუსეთი დგანან ისტორიის სხვადასხვა მხარეს, საქართველო სწორ მხარეს უნდა იდგეს. მივმართავთ პრემიერს დაუყონებლივ მოიწვიოს ეროვნული უსაფრთხოების სხდომა, რათა ეს უმნიშვნელოვანესი გამოწვევა განვიხილოთ არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საქართველოსთვის", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა