მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day
Russian army loses another 1,050 troops in Ukraine
No initiatives on Ukraine without Ukraine - European Union

ომი დაიწყო... ჩვენ რა ვქნათ?

24.02.2022 ნახვები: 781

ომი დაიწყო და ნუ გიკვირთ, რომ აქ არ სკდება ჭურვები - ჩვენ ერთი მხრივ ფრონტის წინა ხაზზე ვართ, მეორე მხრივ კი ამ ფრონტის ზურგი გვაბარია. ანუ ორ ფრონტზე გვიწევს ყოფნა.
წინა ხაზზე - პირდაპირი მნიშვნელობით - ჩვენი სახელმწიფოს რუკას და ოკუპირებულ ტერიტორიებს შეხედეთ ერთხელაც. ფრონტის ზურგს რაც შეეხება - მერწმუნეთ აქ ქმედება და აქ გამარჯვება წინა ხაზზე წარმატების საწინდარია. ამიტომ ახლა, სწორედ ფრონტის ზურგს მივაქცევ ყურადღებას. ვფიქრობ, რომ სწორედ ახლა არ არის ის მომენტი, როდესაც „თქმითაც დაშავდების".
რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს ამის კონსტატაცია - ამ ვითარებაში აბსოლუტურად უაზრობაა მმართველი პარტიის საგარეო პოლიტიკურ კურსზე საუბარი. ხელისუფლების დამუნათება გააკეთოს „ეს" ან „ის", საერთოდ უნაყოფო საქმეა. სტრატეგიული ამოცანების დასახვას საჯარო განცხადებები არ სჭირდება, მით უფრო, არც ჩერჩილია აქ არავინ და არც ჩემბერლენი.
9 წელია მმართველი პარტია ამ კურსს ატარებს. ამ ცხრა წლიდან პირველი 4 წელი ეს კურსი ტარდებოდა კოალიციური მთავრობის პირობებში. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ დღევანდელი ხელისუფლება ოპოზიციაში გადაბარგებული მის ყოფილ წევრებთან ერთად, როგორ უწუნებდა „აგრესიულ რიტორიკას" წინა ხელისუფლებას. ვაი-ვიშიც მახსოვს „ლილიპუტების" გამო, სხვას ყველაფერს თავი რომ დავანებოთ. შესაბამისად, რატომ გვიკვირს ეს მონოტონური და უხმაურო პოლიტიკა? ეს ყველაფერი ხომ ხელისუფლებაში მოსვლამდე ჰქონდა გაცხადებული „ქართულ ოცნებას"?
დამოუკიდებლობის პერიოდში საქართველოს ვერც ერთ ხელისუფლებაზე ვერ იტყვი, რომ პრორუსული იყო და არის. უბრალოდ ყველა მათგანი საკუთარი შეხედულებებით - ანუ პოლიტიკით უმკლავდებოდა რუსულ საფრთხეებს, ამბიციებს, გამოწვევებს...
შესაბამისად, ვიღაცას არ მოსწონდა გამსახურდიას სიხისტე, ვიღაცას შევარდნაძის ლავირების პოლიტიკა, ვიღაცას სააკაშვილის გაბედულობა და ვიღაცას არ მოსწონს, რომ დღევანდელი ხელისუფლება პუტინს „კალათბურთელს" არ ეძახის.
ზოგადად, გავლენა სულაც არ არის დამოკიდებული იმაზე, მე რა მომწონს. სახელმწიფოში გავლენა დამოკიდებულია იმაზე, ვინ მეხმარება და ვისი ვალი მაქვს. ჩვენ ყველაზე მეტს გვეხმარება ევროკავშირი და აშშ და ვალიც ყველაზე მეტი მათი გვაქვს.
თქვენ რა გგონიათ, ხვალ რუსული ტანკები რომ შემორიხინდეს თბილისში, ზეგ კრემლი აქ ფულს დააბანდებს? ასეთი გულუბრყვილო არის ვინმე ამ ქვეყანაში? იმათზე არ ვსაუბრობ ვისაც გადაუხდიან იმაზე მეტს, რასაც დღეს უხდიან.
შესაბამისად, არ გვინდა ეს „რიჟა" რიტორიკა საქართველოში პრორუსულ ხელისუფლებაზე, მაგის უტყუარი მტკიცებულება რომ ჰქონდეს დასავლეთს - ვაი, ხელისუფლების ბედს, როგორც პოლიტიკური ჯგუფის, ასევე პერონებისას.
ამიტომ, დღეს, ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რაც ყველაზე მეტად აზიანებს სახელმწიფოს, პირველ რიგში ხელისუფლების პრორუსულობაზე საუბარია.
ამ საუბრით ხელისუფლება ვერ დაემხობა და არ შეიცვლება. გარე მოხმარებისთვის ეს კიდევ უფრო ცუდი გზავნილია და ამას ოდნავ პოლიტიკური გამოცდილებისა და ალღოს მქონე რიგითი ადამიანიც კი უნდა ხვდებოდეს, არა თუ პოლიტიკოსი - ლაქა სახელმწიფოს რჩება და არა ხელისუფლებას.
სწორი პოლიტიკური გააზრების შემთხვევაში პრეზიდენტის, პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადებების სწორად „შეფუთვა", „გაყიდვა" სულაც არ არის ძნელი. მაგრამ ამას დიახაც, სხვა გააზრება უნდა...
მოკლედ, სულაც არ მაქვს იმის განცდა, რომ ხელისუფლება რაიმე ფორმით შეცვლის თავის ნაცად პოლიტიკას და ოპოზიცია შეეშვება ამ პოლიტიკის ლანძღვას.
თუმცა ამასობაში უამრავი რამ არის გასაკეთებელი, რომელიც რა თქმა უნდა, პოლიტიკის ნაწილია, მაგრამ ადვილია მის მიღმა გაიაზრო და მიიღო სასურველი - სწორედ პოლიტიკური შედეგი...
სასურველია როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია ამ პროცესის მოვარიდოთ და არა გავრიყოთ, იმიტომ, რომ საზოგადოებრივი ვალდებულებითა და აქტივობით უფრო მეტი შედეგის მიღწევა არის შესაძლებელი და პოლიტიკური ძალები კი აგრესიას არ დაიტეხენ თავს. თუ სწორად გაიაზრებენ, ერთიც და მეორეც უმჯობესია საკითხების ლოჯისტიკით დაკავდეს.
ეს სულაც არ გამორიცხავს პოლიტიკურ აქტივობას. კარგად დააკვირდით აქტივობაზე ვსაუბრობ და არა ორთქლის გამოშვებაზე. ახლა არ არის ურთიერთ დაკნინების დრო და თუ რამე შეუძლიათ ქართველ პოლიტიკოსებს ამ სახელმწიფოს გაუკეთონ, პირველ რიგში შეეშვან ერთმანეთის ლანძღვას და საზოგადოების დაპირისპირების მცდელობას.
ვიმეორებ, ახლა და ამ ვითარებაში ხელისუფლების ცვლილების დრო არ არის. თუ ვინმეს გონიერება ყოფნის დასხდნენ და ჩუმად, კამერებს მიღმა იდავონ, ისაუბრონ და მივიდნენ რაიმე კონსენსუსამდე სახელმწიფოს საკეთილდღეოდ.
ჩვენ ომის წინა ხაზზე ვართ და სამწუხაროა, რომ არა მხოლოდ ქართული პოლიტიკური კლასი, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ამას ვერ ითვალისწინებენ.
სახელმწიფოს ბედით გმირობანას თამაში ახლა დაუშვებელია. გმირის გარემოება ქმნის და არა მიზანმიმართული ქმედება. რაც ვთქვი შემეძლო უფრო ვრცლადაც დამწერა, მაგრამ გამგები გაიგებს.
ახლა კი ვფიქრობ დროა ვთქვა რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ - საზოგადოებას, ხალხს. დარწმუნებული ვარ საკმაოდ კრეატიული ქართველი სხვა ინიციატივებსაც გააჟღერებს. მაგრამ ვიმეორებ, ეს ჩვენი საქმეა და არა პოლიტიკოსების, რომლებიც პროცესს უნდა მოვარიდოთ თუნდაც შედეგისთვის.
ანუ ნახეთ რას ვგულისხმობ და რას გთავაზობთ - სეგმენტური აქტივობები:
- მედიამენეჯერებმა მოითხოვონ რუსული არხების ტრანსლირების აკრძალვა და საკუთარი მედიაგამოცემებში სრულად შეზღუდონ პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსებისა და განწყობების გაშუქება;
- სატელევიზიო და რადიო სივრცეში ყოველი სარეკლამო ჭრაში ჩაჯდეს 5-10 წამიანი რეკლამები „რუსეთის ოკუპანტია!", შესაბამისი შინაარსის ბანერები განათავსონ ონლაინგამოცემებმა;
- - ტურისტულ სეგმენტში - აიკრძალოს ყველა სახის რუსულენოვანი სარეკლამო განცხადებები, აბრები და სხვა სახის თვალსაჩინოებები. აქ ზუსტად ვიცი იქნება წინააღმდეგობები, განსაკუთრებით რეგიონებში, მაგრამ შესაძლებელია ახალგაზრდა აქტივისტების მიერ სხვადასხვა პერფორმანსები და წინააღმდეგობის კამპანიების დაგეგმვა;
- - სარესტორნო და საკლუბო სეგმენტში - ერთხელ და სამუდამოდ აიკრძალოს რუსულენოვანი სიმღერები. აქაც ადვილია შედეგის მიღწევა - ათასი ხერხი შეიძლება მოიძებნოს - ამ რესტორნებისა და კაფეების, კლუბების დატოვებით, რუსულად მობულბულე მუსიკოსებისთვის სირცხვილის დერეფნების მოწყობით დასრულებული;
- როგორღაც იქნებ მოვახერხოთ თუნდაც ამ საკითხში ერთიანობა და უარი ვთქვათ მინიმუმ რუსული სასურსათო და სხვა სახის პროდუქციის შესყიდვაზე;
ეს არის ის, რაც მინიმალური დანახარჯებით შეგვიძლია გავაკეთოთ და მივიღოთ საკმაოდ კარგი ეფექტი.
აქვე ვიტყვი რა იქნება სასურველი რომ გაკეთდეს;
- ჩვენ უნდა შევძლოთ უკრაინელი ბაბშვებისა და დაჭრილი მშვიდობიანი მოსახლეობის მიღება, განTავსება და მკურნალობა. ეს სწორედ ახლა უნდა იცოდეს უკრაინიას ხელისუფლებამ და ამაზე ყვირილი PR და არ არის საჭირო;
- ქართული ბიზნესი უნდა მიხვდეს, რომ რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება მისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში არის სრულიად დამღუპველი;
- ქართულმა კომპანიებმა, რომლებიც აწარმოებენ საკუთარი პროდუქციის ექსპორტს რუსეთში, სასწრაფოდ დაიწყონ ალტერნატიული ბაზრების მოძიება;
- იმპორტიორმა კომპანიებმა კი მოიძიონ საქონლის შემოტანის ალტერნატიული გზები, ეს ეხებათ განსაკუთრებით ფქვილის იმპორტიორებს;
- ხელისუფლების ადგილას დავიწყებდი ფიქრის იმაზე, რომ სრულად - 100 პროცენტით, ჩანაცვლდეს რუსეთიდან ელექტროენერგიისა და გაზის ექსპორტი, თუნდაც ფასების ზრდის ხარჯზე. პირველ ეტაპზე შესაძლოა, აუცილებელი გახდეს გარკვეული სუბსიდირება, თუმცა ნელ-ნელა, დროთა განმავლობაში, მოსახლეობა შეძლებს ამ ტვირთის აწევას. დარწმუნებული ვარ ამ საკითხში გვექნება როგორც თურქეთის, ასევე აზერბაიჯანის მხარდაჭერაც;
- აუცილებელია დაიწყოს სომხეთთან მოლაპარაკებები ახალი ატომური ელექტროსადგურის გარშემო, რადგან ის ტერიტორიულად საქართველოსთან ახლოს შენდება, ჩვენ გვაქვს გარკვეული უფლებები მოვითხოვოთ მასში ინვესტირება და მშენებლობის დასრულების შემდეგ ელექტროენერგიაც მივიღოთ;
- წელსვე, გაზაფხულზე უნდა დაიწყოს ყველა იმ მცირე ჰესის მშენებლობა, რომელიც შეჩერებულია მოსახლეობის უაზრო პროტესტის გამო, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ინვესტორების „წველა";
- აპრილის ბოლომდე კი ხელისუფლებამ უნდა დადოს კონკრეტული გეგმა თუ რას აპირებს ნამახვანჰესთან, ხუდონჰესთან და ნენსკრასთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით საბოტაჟის მომწყობი ყველა პირი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს;
- საკმარისია ენგურით სეპარატისტებისა და საოკუპაციო რეჟიმის კვება და ენგურჰესი უნდა გაჩერდეს!
- ჩვენ უნდა გავზარდოთ ადგილობრივი სამხედრო სამრეწველო კომპლექსის პოტენციალი;
- ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს „თავისუფლების ქარტიისა" და „ოკუპაციის შესახებ" კანონების ზედმიწევნით შესრულება;
ალბათ ბევრი საკითხი გამომრჩა. შესაძლოა, ბევრ საკითხზე ნაფიქრია და გადაწყვეტილიც, მე კი ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ მერწმუნეთ აქციებით - გარდა სოლიდარობის აქციებისა ახლა ვერაფერს ვიზამთ. არა და რაღაც უნდა გავაკეთოთ და გავაკეთოთ ის მინიმუმი, რაც შეგვიძლია.
დიახ ჩვენ ომში ვართ, არა სხვის, საკუთარ ომში... ცუდი ის არის რომ 2008 წლის შემდეგ ამას ვერ ვგრძნობდით და დრო იმის გარკვევაში დავკარგეთ - „ვინ დაიწყო ომი?". სხვა თუ არაფერი, მგონი ახლა მაინც გაეცა ამ კითხვას პასუხი.

ავტორი: გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი

"ნეიშენ ჯორჯია"

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა