ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

The Telegraph - ილონ მასკის აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტმა, იელის უნივერსიტეტში მოქმედ სამუშაო ჯგუფს, რომელიც რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დასაბრუნებლად მუშაობს, დაფინანსება შეუჩერა

ნახვები: 616 The Telegraph - ილონ მასკის აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტმა, იელის უნივერსიტეტში მოქმედ სამუშაო ჯგუფს, რომელიც რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დასაბრუნებლად მუშაობს, დაფინანსება შეუჩერა

ილონ მასკის აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტმა, იელის უნივერსიტეტში მოქმედ სამუშაო ჯგუფს, რომელიც რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დასაბრუნებლად მუშაობს, დაფინანსება შეუჩერა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

The Telegraph-ი წერს, რომ იელის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ კვლევით ლაბორატორიას, რომლის ძალისხმევითაც უკრაინაში ასობით ბავშვი დაბრუნდა, ილონ მასკის აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) მიერ ფედერალური ხარჯების შემცირების შედეგად, დაფინანსება შეუჩერდა.

„ჰუმანიტარული კვლევითი ლაბორატორიის მკვლევრებს შეატყობინეს, რომ უკრაინაში ომთან დაკავშირებით მუშაობისთვის მათი საქმიანობის დაფინანსება შეჩერდა. ჰუმანიტარული კვლევითი ლაბორატორია ღია კოდის გამოყენებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით კრიზისებს იძიებს და იკვლევს“, - განაცხადა იელის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა.

უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, უკრაინაში 2022 წლის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთმა დაახლოებით, 20000 უკრაინელი ბავშვი გაიტაცა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა