ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

პაატა ბურჭულაძე - შევიკრიბოთ და აღარ დავიშალოთ, ვიყოთ ბოლომდე

ნახვები: 627 პაატა ბურჭულაძე - შევიკრიბოთ და აღარ დავიშალოთ, ვიყოთ ბოლომდე

შევიკრიბოთ პარლამენტთან და აღარ დავიშალოთ, ვიყოთ ბოლომდე! არ შეიძლება ასე გაგრძელება! , - ამის შესახებ ოპერის მომღერალმა, პაატა ბურჭულაძემ რუსთაველზე სპეციალურად დამონტაჟებულ სცენაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებისთვის მიმართვა დაასრულა და რუსთაველის გამზირი დატოვა.

ბურჭულაძემ პოლიტიკურ პარტიებს შემოერთებისკენ მოუწოდა.

“ჩვენ ვხედავთ, რომ ვკარგავთ ჩვენ ქვეყანას და თავისუფლებას. მალე ქვეყანა არ გვექნება და ვიქნებით, სადღაც გადაკარგულში. ამიტომ, შემოვდივარ წინადადებით, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. ხომ ხედავთ პოლიტიკური პარტიები ვერაფერს აკეთებენ, პრეზიდენტი ხომ საერთოდ, ამიტომ შემოვდივარ წინადადებით, ვაცალოთ კიდევ, 8 აპრილამდე, შევიკრიბოთ აქ და აღარ დავიშალოთ, ვიყოთ ბოლომდე! არ შეიძლება ასე გაგრძელება! თუ პოლიტიკური პარტიები შემოგვიერთდებიან ძალიან კარგი, თუ არადა ვიყოთ ჩვენ, სხვა გზა არ გვაქვს!”, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ამ დროისთვის, რუსთაველზე მოქალაქეები კვლავ რჩებიან მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლა დაასრულა. როგორ შეკრებილები აცხადებენ, ისინი დაშლას არ აპირებენ.

ამასთან პროტესტის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტის უკანა შესასვლელთან გადაინაცვლა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა