მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესაძლებლობები ხელიდან გაუშვა-სერგეი ლავროვი

ნახვები: 604 ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესაძლებლობები ხელიდან გაუშვა-სერგეი ლავროვი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტყუება, როდესაც აცხადებს მზადყოფნას, განიხილოს ქვეყნის ნეიტრალური სტატუსი, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული ე.წ. რესპუბლიკების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა უარი თქვა მინსკის შეთანხმების შესრულებაზე და მუდმივად მიმართავდა დასავლეთს „ნორმანდიული ფორმატის" გამართვისთვის.

ლავროვის განცხადებით, რუსეთი ადრე უკვე გამოვიდა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნებისმიერი ვარიანტის განხილვის ინიციატივით, მაგრამ პრეზიდენტმა ზელენსკიმ შესაძლებლობები ხელიდან გაუშვა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთმა გადაწყვიტა სპეციალური სამხედრო ოპერაცია ჩაეტარებინა, რათა „ჩაგვრისგან გათავისუფლებულმა" უკრაინელებმა თავისუფლად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი.

„ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მიმართ მათი დამოუკიდებლობის განმტკიცების მცდელობებში, მათ მისწრაფებაში, უზრუნველყონ თავიანთი უფლებები, უპირველეს ყოვლისა, ამ მიწაზე ცხოვრების უფლება და დონბასის მოსახლეობის კულტურული, ენობრივი და სხვა ტრადიციების ქონის უფლება, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა და რომლის ძირის გამოთხრას ახლა უკრაინის რეჟიმი ცდილობდა. რუსეთი უკრაინაში ნეონაცისტების მმართველობას არ დაუშვებს", - თქვა სერგეი ლავროვმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა: „დღეს ვკითხე ევროპის 27 ლიდერს, იქნება თუ არა უკრაინა ნატო-ში? ვკითხე პირდაპირ. ყველას ეშინია. არ მპასუხობენ. ჩვენ კი არაფრის გვეშინია. არ გვეშინია რუსეთის, არ გვეშინია რუსეთთან საუბრის. ყველაფერზე საუბრის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებზე და ნეიტრალიტეტზე (ჩვენ ხომ ახლა არ ვართ ნატო-ს წევრი) მაგრამ ჩვენ რა გარანტიები გვექნება?"

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა