სააკაშვილი: „ხალხო, გაიღვიძეთ, გაანძრიეთ ხელი, თორემ ვიღუპებით!“
Bloomberg: აშშ-მა წვრთნების დროს პირველად უკრაინული Magura საზღვაო დრონები გამოიყენა
რუბიო: არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება ჰორმუზის სრუტეში გადასახადი დააწესოს
სადისტრიბუციო მანქანებს ღამით BUS LANE-ით სარგებლობის უფლება ექნებათ
პარლამენტმა მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ჯარიმები მნიშვნელოვნად შეამცირა
პარლამენტმა სიჩქარის გადაჭარბებისთვის ახალი ჯარიმები დაამტკიცა
ფოთის ახალი პორტის პროექტში აშშ დამატებით 25 მილიონ დოლარს აბანდებს
Oil depot on fire in Krasnodar region following drone attack

ვოლოდიმირ ზელენსკი - ვიმედოვნებთ, რომ გერმანია გააგრძელებს ერთ-ერთი მთავარი როლის შესრულებას უკრაინის მხარდაჭერაში

09.05.2025 ნახვები: 557

ვიმედოვნებთ, რომ გერმანია გააგრძელებს ერთ-ერთი მთავარი როლის შესრულებას უკრაინის მხარდაჭერაში - როგორც ჩვენი ხალხის დაცვაში ახლა, ასევე ქვეყნის აღდგენაში ომის დასრულების შემდეგ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკი, გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინასა და გერმანიას შორის პარტნიორობის დიდი პოტენციალი არსებობს.

„უკრაინასა და გერმანიას შორის პარტნიორობის დიდი პოტენციალი არსებობს და ჩვენ უკვე შევთანხმდით, რომ ბევრი მნიშვნელოვანი რამის განხორციელებაზე ვიმუშავებთ. განვიხილეთ შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები. ბატონმა კანცლერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გაგრძელება. მნიშვნელოვანი იყო ამის მოსმენა. მადლიერი ვარ“, - დაწერა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ასევე ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ გახადონ დიპლომატია კიდევ უფრო არსებითი.

„ჩვენ ერთად ვიმუშავებთ ღირსეული მშვიდობისთვის და ვათანხმებთ მომავალი კონტაქტების გრაფიკს. მადლობას ვუხდი გერმანიას ჩვენი ხალხის სიცოცხლის დაცვისა და საერთაშორისო სამართლის დაცვის მხარდაჭერისთვის“, - დაწერა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა