პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია
გურიაში განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით სამი პირი დააკავეს, საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდიც ფიგურირებს
თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ საპატიმრო დატოვეს
War update: 236 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottest

სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი თავისუფლება იწყება და მთავრდება ევროპასთან

ნახვები: 640 სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი თავისუფლება იწყება და მთავრდება ევროპასთან

ჩვენი თავისუფლება იწყება და მთავრდება ევროპასთან. არანაირი თავისუფლება, არანაირი კეთილდღეობა, არანაირი მშვიდობა რუსეთთან ერთად არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომელიც ევროპის მოედანზე მიმდინარე აქციას შეუერთდა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, გამარჯვება და ევროპის გზაზე დაბრუნება არის აბსოლუტურად გარდაუვალი.

„ყველა კარგად გრძნობს, რომ ჩვენი თავისუფლება იწყება და მთავრდება ევროპასთან. არანაირი თავისუფლება, არანაირი კეთილდღეობა, არანაირი მშვიდობა რუსეთთან ერთად არ არსებობს. ჩვენი გზა არის იმდენად ნათელი, რომ ხალხი მოდის ისე, რომ არავინ არ მოუწოდებს. ეს ხალხი მოდის, აქ იდგება და გამარჯვება და დაბრუნება ევროპის გზაზე არის აბსოლუტურად გარდაუვალი. ამას ვერავინ ვერ შეეწინააღმდეგება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა 26 მაისს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ 26 მაისი არის ის დღე, როცა ყველა ერთად უნდა დავდგეთ.

„ეს არის ის დღე, როცა ჩვენ ყველა უნდა დავდგეთ და ვთქვათ, რომ გადავარჩენთ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. დამოუკიდებლობა არასდროსაა მოცემული სამუდამოდ. ჩვენ ყველანი ვართ ვალდებული, რომ ვიდგეთ დამოუკიდებლობის გვერდით და მის დასაცავად. 26 მაისი არის ის დღე, როცა ყველა ერთად უნდა დავდგეთ და დავანახოთ ერთმანეთს, „ქართულ ოცნებას“ და მთელ მსოფლიოს, რომ საქართველო თავის დამოუკიდებლობას ყოველთვის და ყველგან დაიცავს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა