ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

თინა ბოკუჩავა 26 მაისზე - ივანიშვილის „რუს-ქოცები“, ჯალათები ვერ უნდა აღმოჩნდნენ რუსთაველის გამზირზე

ნახვები: 617 თინა ბოკუჩავა 26 მაისზე - ივანიშვილის „რუს-ქოცები“, ჯალათები ვერ უნდა აღმოჩნდნენ რუსთაველის გამზირზე

ვერანაირი მორალით ივანიშვილის „რუს-ქოცები“, ეს ჯალათები, რომლებიც ყოველდღიურად ხელყოფენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და სახელმწიფოებრიობას, ვერ უნდა აღმოჩნდნენ რუსთაველის გამზირზე, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან დღეს, როგორც არის 26 მაისი და 9 აპრილი, - ასე უპასუხა კოალიცია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კითხვას.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, „რუს ქოცების“ ადგილი რუსთაველის გამზირზე არ არის და ვერ იქნება“.

„ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს დაუტოვეთ იმის უფლება, თავად განსაჯოს, როგორ იმოქმედებს იმისთვის, რომ დაიცვას ის დღე, რომელიც ძალიან ძვირფასია საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის, ამ შემთხვევაში, ეს არის 26 მაისი“, -განაცხადა ბოკუჩავამ.

მისი თქმით, 26 მაისს რუსთაველის გამზირზე ოჯახის და პარტიის წევრებთან ერთად იქნება.

„26 მაისს ტრადიციულად ვხდებით რუსთაველზე. პირადად, არა მხოლოდ პარტიის წევრებთან ერთად, არამედ ოჯახის წევრებთან ერთად. ხშირ შემთხვევაში შვილებთან ერთად, წელსაც ვგეგმავ, რომ ასე, ტრადიციულად შევხვდეთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, სახელმწიფოებრიობა. ყველაფერი ის, რასაც ხელყოფს ივანიშვილის რუსული რეჟიმი ყოველდღიურად და რის გამოც, ჩემი ღრმა რწმენით, „რუს ქოცების“ ადგილი რუსთაველის გამზირზე არც 26 მაისს, ისევე როგორც 9 აპრილს, არ არის და ვერ იქნება“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა