ანდრია ჯაღმაიძე: მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრა იმედს ტოვებს, რომ ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგმება
ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones

ილონ მასკი - დროა, დიდი ბომბი ჩამოვაგდო - დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებშია

ნახვები: 590 ილონ მასკი - დროა, დიდი ბომბი ჩამოვაგდო - დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებშია

მილიარდერმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ეპშტეინის ფაილებშია“ და ეს არის „რეალური მიზეზი“, რის გამოც ეს ჩანაწერები საჯაროდ არ გამოქვეყნებულა.

„დროა, ნამდვილად დიდი ბომბი ჩამოვაგდო: დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებშია. ეს არის რეალური მიზეზი, რის გამოც ისინი საჯაროდ არ გამოქვეყნებულა“, - დაწერა მასკმა X-ზე და დასძინა: „კარგ დღეს გისურვებ, დონალდ ჯონ ტრამპ!“

მან შემდგომ პოსტში დაამატა: „შეინახე პოსტი მომავლისთვის. სიმართლე გამოაშკარავდება“.

მასკს მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის არანაირი მტკიცებულება არ გამოუქვეყნებია.

როგორც ცნობილია, ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგის საქმეზე ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ოფიციალური ცნობებით, ეპშტეინი ათობით არასრულწლოვნის სექსუალურ ტრეფიკინგს ეწეოდა. ციხეში კი სოცოცხლე სუიციდით დაასრულა.

"ეპშტეინის ფაილები" მოიცავს, სასამართლოს დოკუმენტებს,მოწმეების ჩვენებებს, მტკიცებულებებსა და მასალებს. არსებობს ცნობები ცნობილ ადამიანებთან შესაძლო კავშირებზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა