ავტორი:ზუკა ნემსაძე
საუბარი არასოდეს ყოფილა ასეთი მძიმე
რეპრესიები, ცენზურა და ძალადობა მოქალაქეებზე ძალაუფლების შესანარჩუნებლად, იყო „კავშირი“, რომელსაც რკინის ხელსაწყოსავით ჰქონდა მოწყობილი სიჩუმე. იქ სიტყვებს ეშინოდათ თავის გამოთქმის, ხოლო ადამიანებს საკუთარი თავის. დროთა განმავლობაში, საბჭოთა კავშირი გადაიქცა უხილავ ციხედ, სადაც არავინ იყო მარტო და მაინც ყველა საშინლად მარტოდ გრძნობდა თავს. ამ კავშირის „არქიტექტურა“ დაჰყურებდა მოქალაქეებს ზემოდან – როგორც სათვალთვალო კოშკი, როგორც მორალის სახელით დაკანონებული ჩრდილი. ეს იყო იმპერია, რომელშიც სიმართლის თქმა სახელმწიფო ღალატად მიიჩნეოდა, სადაც მეხსიერებაც კი ცენზურის საგანი გახდა. ეს იყო სივრცე, სუნთქვისთვის, არსებობისთვის და არა ემოციისთვის, არა სიტყვისთვის, არა ნაბიჯისთვის, არა სიმართლისთვის.
ჩვენს ქვეყანაში, საბჭოთა კავშირზე „მიმტირებელი“ თაობა ისევ არსებობს, არსებობს მკვახედ გამოთქმული მოსაზრებები: „ნეტავ წამოდგეს სტალინი და ნახავდით თქვენ“, „ოჰ, ის იყო თუ იყო, მოვლილი გვქონდა მთელი საბჭოთა კავშირი“, „შრომას ფასი ქონდა ბებია“, „ადამიანს რაც უნდოდა, იგი უნდა ექნა“ - ამ დროს კი, რეჟისორი, სოსო ნემსაძე, რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რუსთავის თეატრის დასი, მწარე სილას აწნის, საბჭოთა კავშირზე შეყვარებულ უფროსს თაობას. ეს ალიყურის გარტყმა იმდენად მწარეა, იმდენად მძიმე და მტკივნეული, რომ აგერ, ჩვენზე მომავალ თაობაზეც კი გადმოდის. მერე მოგყვება, სპექტაკლის ემოციები და გახსენდება, რომ „მიმძიმს ამაზე საუბარი“ მხოლოდ სპექტაკლი არ არის.
ენჯე გიზატოვას, „მიმძმიმს ამაზე საუაბრი“, რომელიც სოსო ნემსაძემ, რუსთავის თეატრში დადგა, აგერ უკვე 4 წელზე მეტია, წარმატებით ცოცხლობს და მაყურებელი არასდროს დაჰკლებია. ამ, ისედაც მძიმე სანახაობას, ბარბარე ასლამაზის მიერ შექმნილი კოსტიუმებიც ძალზე ამძიმებს, მსახიობები: არჩილ მაკალათია, ვატო სანიკიძე, ლაშა კანკავა, ნათია მელაძე, გვანცა კანდელაკი, მარიამ კვიტაიშვილი, თეონა ხვედელიძე, ანა შარვაძე, სოფიკო ჩხიტუნიძ და ნათია არბოლიშვილი გვიყვებიან საშინელ დროებაზე, დროება რომელიც საბჭოთა კავშირის სახელითაა ცნობილი მსოფლიოში და დროება, რომელიც საქართველოში უფროსს თაობას, რატომღაც ძალიან უყვარს და შენატრის.
რეჟისორი სოსო ნემსაძე, არაორიდნალურად იწყებს სპექტაკლს, რუსთავის თეატრის, მცირე სცენის მხარეს, ფოიეში მაყურებელს კრებს, მეორე სართულის ჩამოსასვლელი კიბიდან ყურისწამღები ბრაგუნის ხმა ისმის, ჩექმა უნდა გვიახლოვდებოდეს... მსახიობები კიბეზე ჩამოდიან, ამ სასტიკი საღამოს არჩილ მაკალათია წარუძღვება, გვაცნობს მსახიობებს, მაყურებელი იმდენადადაა, სანახობით შეძრწუნებული რომ ტაშის დაკვრა უჭირს. რეჟისორმა, სპექტაკლი უკუღმა დაიწყო, ჯერ „პაკლონი“ იყო შემდეგ კი სანახობა.
მაკალათია, სარდაფისკენ გვეპატიჟება, ფიქრი: ჩაყვე თუ არა?!- არ გტოვებს. რადგან მათი ჩაცმულობა, ხმა, ქცევა, მიმიკა, დასაწყისში იმდენად მძიმე სანახავია, გავიწყდება, რომ სპექტაკლზე ხარ და გინდა, რომ გაიქცე, რადგან აღარ გინდა ნახო, ის საშინელება რაც გელოდება.
რუსთავის თეატრის სარდფაში ჩავდივართ, მაკალათია „პრიანიკების“ ჭამას გვთავაზობს, რომელსაც თეკლა ლოჩოშვილი არიგებს. რეჟისორი ნემსაძეც ადგილზეა, იღებს „პრიანიკს“ მიირთმევს და ამბობს „მიირთვით, გემრიელია“ - აქ გეღიმება, ცოტა მშვიდდები, რადგან მოსალოდნელი სანახობის შიშს, რუსთავის თეატრის სარდაფის ატმოსფერო უფრო ამძიმებს.
არჩილ მაკალათია, სპექტაკლის წამყვანი და ზოგჯერ გამომძიებელი, აქა იქ მოქალაქეობრივ პოზიციასაც მწვავედ აჟღერებს, ორი როლი აქვს - უნდა მოყვეს და შემდეგ განასახიეროს. მსახიობი, რეჟისორის რთულ დავალებას, საინტერესოდ ართმევს თავს, არც მისი მოსმენა, არც მისი ცქერა არ გბერზრდება, თუმცა უყურებ და ფიქრობ, როგორ ანსახიერებს იმას, ვინც ასე სძულს, რაც ასე ეზიზღება, ეს კეთილი, სანდომიანი, მშვიდი წამყვანი, რომლისთვისაც საბჭოთა კავშირი ბოროტებაა, როგორ ხდება შემდეგ ტირანი გამომძიებელი, სტალინსაც გავს, მაგრამ არ მინდა მასთან გავააიგივო.
ლაშა კანკავა, ნათია მელაძე, გვანცა კანდელაკი, მარიამ კვიტაიშვილი, თეონა ხვედელიძე, ანა შარვაძე, სოფიკო ჩხიტუნიძე და ნათია არბოლიშვილი - ამბებს, კი არ ყვებიან, განასახირებენ, ყველა ტუსაღია, ყველას აწამებენ, ყველას აშიმშილებენ, ყველას აწვალებენ, აუპატიურებენ, სცემენ - და ყველაზე მთავარი წერილებს, რომელიც ოჯახებიდან მოსდით უმალავენ, ისინი ცხოვრობენ ცივ, ნესტიან სარდაფში, სადაც სინათლე ვერ აღწევს. ზოგი ვერ უძლებს და კვდება, ზოგიც მებრძოლია და ეს ფინალურ სერიაში ნათელი ხდება.
ვატო სანიკიძის დარაჯი, დავალების შემსრულებელი? არ ვიცი რა ვუწოდო?! უბრალიოდ ხატავს პერსონაჟს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ამ დამპალი რეჟიმის ნაწილია, კეთილია, რომელიც სხვადასხვა დროს არა ერთგიზის გამოავლინა პერსონაჟმა. მაშინ, როცა გაუპატიურებელ ნაცემი ქალის გათრევას დაავალებენ, იგი ხელში აიყვანს და ისე წაიყვანს, მაშინ, როცა წერილებს კითხულობენ პატიმრები და ამას ისმენს თვალები ცრემლით ევსება.
სოსო ნემსაძე, სპექტაკლში აქა იქ ნათელ წერტილებს გვთავაზობს, თუმცა თავიდან ბოლომდე სანახობა მძიმეა, უმძიმესი ისტორიებითა და მონოლოგებით. იმიტომ, რომ შენს თვალწინ ხდება ყველაფერი, ყველა მსახიობი გიცქერს თვალებში, დახმარებას გთხოვს, მაგრამ გაბედე, გაბედე და დაეხმარე... აქ საბჭოთა კავშირია, სადაც ნებისმიერი თავისუფლად გადაგმული ნაბიჯი ისჯება. ნემსაძე, გაჩვენებს თუ მაშინაც კი როგორ ხდებოდნენ მოქალაქეები, სისტემის ნაწილი, სადაც ისინი ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ, როგორ ეშინოდათ... არც ფარდაა, არც კულისები, მოქმედება მაყურებლის ფეხდაფეხ ხდება, ეს უფრო ამძაფრებს დრამატიზმს, რომელიც სპექტაკლს ლაიტმოტივად გასდევს. ყველაფერი რაც საბჭოთა სისასტიკეს ახასიათებდა, მაყურებელმა სწორედ რუსთავის თეატრის სარდაფში იხილა, არანაირი სცენური მხატვრობა, სივრცეა რეკვიზიტი და ამ სივრცის გარდა სხვა რეკვიზიტი ვერანაირად ვერ წარმოაჩენდა იმ გარემოებას ისე ზუსტად, როგორც ეს სარდაფი ახერხებს, რომელიც რუსთავის თეატრის დასმა სრულიად შემთხვევით, პოსტპანდემიურ პერიოდში, თეატრის დასუფთავებისას აღმოაჩინა.
ბოლო სცენის წინ, არჩილ მაკალათია გვიყვება, იმ ამბებზე თუ როგორ გადარჩნენ ტყვეები სიკვდილს, როგორ ესვროდნენ ტყეში სამუშაოდ გამოყვანილ ქალებს „ქვებს“, რომელიც თურმე გამხმარი ხაჭოს გუნდები იყო. რეჟიმს კი ეგონა, რომ ქვებით ქოლავდნენ მათ საბჭოთა კავშირის მოტრფიალეები. იქაც იყო სიკეთის ნიშან-წყალი, რადგან როცა ძალა არ გყოფნის ეძებ გზებს, გზებს რომლითაც შეძლებ გადარჩე და გადაარჩინო სხვები.
ბოლო სცენა, როცა რადიო გვამცნობს, რომ სტალინი მოკვდა - ქალები ცეკვავს, ზოგი შეშლილია, ზოგი ბედნიერი, ზოგი მოწყენილი, ვინაიდან არ იციან, რა დახვდებათ გარეთ, ცარიელი სახლები, მკვდარი ოჯახის წევრები თუ სინათლე, სინათლე რომლის შიშიც აქვთ. რადგან სისტემამ, მოახერხა და სინათლის შიში მძიმედ დატოვა მოქალაქეთა მეხსიერებაში, დასწყისშიც აღვნიშნე ეს იყო სივრცე, სადაც მეხსიერებაც კი ცენზურის საგანი გახდა.
სოსო ნემსაძის სპექტაკლი, „მიმძიმს ამაზე საუბარი“ სახელმძღვანელოა ისტორიიდან, რომელიც დაზეპირებას ან კითხვას არ მოითხოვს, იგი უბრალოდ უნდა ნახო, რადგან შენს თვალწინ გათამაშდება ყველა ის დეტალი, რომელიც მაშინ, რუსთავის თეატრის სარდაფისმაგვარ, გულაგებში ხდებოდა. და, ვინ მოთვლის რამდენი გულაგი, საპატიმრო, საწამებელი სივრცე იყო უზარმაზარ, გავლენიან საბჭოთა კავშირში?! რომელიც დაინგრა და მისი ნანგრევებიდან დღემდე ვერ გამოდის თანამედროვე მსოფლიო.