ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

თუ არ შევაჩრებთ პუტინს უკრაინაში, ბრძოლა ჩვენს ქვეყნებში მოგვიწევს-გრიბაუსკაიტე

ნახვები: 593 თუ არ შევაჩრებთ პუტინს უკრაინაში, ბრძოლა ჩვენს ქვეყნებში მოგვიწევს-გრიბაუსკაიტე

ლიეტუველი პოლიტიკოსი და ყოფილი პრეზიდენტი, დალია გრიბაუსკაიტე NATO-ს აკრიტიკებს იმის გამო, რომ უკრაინის დასაცავად რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვაზე უარს ამბობს.

გრიბაუსკაიტე ამბობს, რომ ეს პუტინის პარტნიორობაა ომის დანაშაულში.

პოლიტიკოსის შეფასებით, რუსეთის შესაჩერებლად სანქციები საკმარისი არ არის.

"დასავლეთის შიში? არიან თუ არა პუტინის პარტნიორები ომის დანაშაულში?

როგორც ჩანს, კი.

პუტინს სანქციები ვერ შეაჩერებს, არ აქვს მნიშვნელობა, რა სანქციებია. ისინი საჭიროა, მაგრამ გამონაკლისის გარეშე, რასაც ვხედავთ, როცა SWIFT არ მიემართება ენერგეტიკის სექტორს და ბანკებს, რომლებიც მას ემსახურებიან.

იმ ომის შეჩერება, რომელიც უკვე დაწყებულია, მხოლოდ ომს შეუძლია. თავი არ უნდა მოვიკატუნოთ და ვცადოთ სინდისის დამშვიდება უკრაინისთვის მხოლოდ იარაღის მიწოდებით. უკრაინელი ხალხი ომობს ჩვენთვის, მათი შვილები გვიცავენ ჩვენ პუტინის სიგიჟისგან.

იმ მანტრის გამეორება, რომ NATO უკრაინას ვერ დაეხმარება, უკვე პათეტიკურად ჟღერს და დასავლეთის სიმხდალეს წარმოაჩენს. ამას ყველა ხედავს. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი სწრფად სწავლობს, ბოლომდე მაინც არ ესმის, რომ უკრაინაში ევროპული ომია. ან მონაწილეობ და ომობ აგრესორის წინააღმდეგ, ან უკრაინის და მისი ხალხის განადგურების ყურებით ხდები მისი პარტნიორი ომის დანაშაულში.

თუ არ შევაჩრებთ პუტინს უკრაინაში, ბრძოლა მაინც მოგვიწევს, მაგრამ ჩვენს ქვეყნებში.

უკრაინა ნამდვილ დახმარებას ითხოვს. ჩვენ კი ტელევიზიის ეკრანებზე ვუყურებთ საცხოვრებელი სახლების აფეთქებას და ვირწმუნებით, რომ უკრაინას კარგად ვეხმარებით.

მრცხვენია, რომ NATO-ს ლიდერები წუწუნებენ, რომ არ შეუძლიათ კონფლიქტში ჩაყოლა, როცა სირიაში, ლიბიაში, აფრიკაში, იუგოსლავიაში, ავღანეთში შეგვეძლო.

დღეს უკრაინა იბრძვის თავისი ერის გადარჩენისა და ევროპული მშვიდობისთვის. და ჩვენ გავაგრძელებთ იმის ყურებას, როგორ ინგრევა დამოუკიდებელი სახელმწიფო?

დიდება უკრაინას, დიდება მის გმირებს. ჯერჯერობით მხოლოდ მათ". - აცხადებს დალია გრიბაუსკაიტე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა