ილია თოფურიას თვალბუდის მცირე მოტეხილობა აქვს, მაგრამ ქირურგიული ოპერაცია საჭირო არ არის
ალექსანდრე ლუკაშენკო - თუ ვოლოდიმირ ზელენსკი განაწყენდა, ბოდიშს ვუხდი
გოჩა მირცხულავა: საქართველოს საპატრიარქო, თუ თავს შეიკავებს განცხადების გაკეთებისგან, ეს იქნება დიდი სირცხვილი...
დონალდ ტრამპი - ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არასდროს ექნება
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა მკაფიო გზავნილია, რომ ევროპის პროგრესის შეჩერება შეუძლებელია
ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიღწეული შეთანხმება შესაძლოა, 19 ივნისამდე გამოქვეყნდეს
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა
War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines

„ევროკავშირი ისე ჰგავს საბჭოთა კავშირს, როგორც დღე ღამეს და ნათელი ბნელს“ - ლანა ღოღობერიძე

21.07.2025 ნახვები: 583

„ევროკავშირი ისე ჰგავს საბჭოთა კავშირს, როგორც დღე ღამეს და ნათელი ბნელს“ - ლანა ღოღობერიძე პირადი გამოცდილებით რუსული იმპერიალიზმის და ევროპული თანასწორობის კონტრასტს აღწერს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. 

რეჟისორი იხსენებს ემიგრანტი დეიდის ისტორიას საფრანგეთში და ევროკავშირის პირველ ვიზიტს, როცა საბჭოთა წარსულის ფონზე ევროსაბჭოში ნანახმა თანასწორობამ გააოცა. მისი თქმით, ევროპა არა მხოლოდ ზრუნვის, არამედ რეალური დემოკრატიის მაგალითია - განსხვავებით რუსეთისგან, რომელიც დამოუკიდებლობას მხოლოდ სიტყვიერად ცნობს.

არსებობს ისეთი ჭეშმარიტებები, რომელთაც, უბრალოდ, წყალი არ გაუვა და ამიტომ უხერხულიც კია მათი დაცვა. მაგრამ, რაკი დღეს ჩვენთან ყველაფერი ხდება და შეიძლება, თანამდებობის პირმა უდრტვინველად გვიმტკიცოს, რომ შავი თეთრია, ამიტომ მომინდა, ერთ აქტუალურ თემაზე ჩემი ძალიან პირადი შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ.

ჩემი ერთერთი პირველი შეხება ევროპასთან:

დეიდაჩემი - ქეთო ასათიანი, ემიგრანტი, მთელი ცხოვრება გაატარა პარიზში, როგორც „აპატრიდმა“, ანუ უსამშობლომ, რადგანაც სხვა ქართველ ემიგრანტთა მსგავსად, არ მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა, - როგორც ისინი თვითონ თვლიდნენ,  ამგვარად ინარჩუნებდნენ კავშირს სამშობლოსთან. ჰოდა, აი, ამ აპატრიდს, უკვე ხანში შესულს,  დაუდგინდა დიაგნოზი: ავთვისებიანი სიმსივნე. რა თქმა უნდა, უმკურნალეს, გაუკეთეს ოპერაცია, სახელმწიფოს ხარჯებით, ეს ყველაფერი ბუნებრივი იყო, მაგრამ 
იყო სხვა რამ, რაც ვნახე საკუთარი თვალით და რამაც გამაოცა: ორჯერ კვირაში, ქიმიოთერაპიაზე წასასვლელად, მოდიოდა ლეკურბის ქუჩაზე ტაქსი  და მიჰყავდა ჩემი დეიდა საავადმყოფოში და უკან. და კიდევ: იმ დღიდან და სიცოცხლის ბოლომდე, ქეთოს დაუნიშნეს  დამხმარე ქალი, რომელიც, ასევე კვირაში ორჯერ,  სახლსაც ალაგებდა და სხვა საქმეებსაც აკეთებდა. 
და ამის ყველაფრის საფასურს იხდიდა სახელმწიფო! 
ეს რაც შეეხება სახელმწიფოს ზრუნვას თავის თუნდაც „არამოქალაქეზე“, ემიგრანტზე.

და მეორე ფაქტი: როდესაც ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია პირველად, სტუმრის სტატუსით, ჩავიდა ევროსაბჭოში  მის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, თვალში მოგვხვდა ასეთი ფაქტი: მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტისას უზარმაზარ გერმანიას და ერთიბეწო ანდორას (80 ათასი მაცხოვრებელი) თანაბარი უფლებები ჰქონდათ - თითო ხმა,- რეალური და არა მოჩვენებითი თანასწორობის მაჩვენებელი. 

შედარებისთვის, ვისაც საბჭოთა კავშირში უცხოვრია, ალბათ ახსოვს ოფიციალურად აღიარებული „დიდი ძმა“  რუსეთი, რომელიც დანარჩენ, ვითომ დამოუკიდებელ რესპუბლიკებს უწყვეტდა ყველა პრობლემას. 
კონკრეტულად ჩემი მაგალითით, მოსკოვის თანხმობის გარეშე ვერც ფილმის გადაღებას დაიწყებდი და ვერც მისი საბოლოო მიღება მოხდებოდა! რაც ნიშნავდა იმას, რომ საქართველოს, და ყველა სხვა რესპუბლიკას,  არ ჰქონდა უფლება მონაწილეობა მიეღო საერთო -საკავშირო კი არა, საკუთარი საკითხების გადაწყვეტაშიც კი. 
ვფიქრობ, რომ ეს, პირადი გამოცდილებიდან მოტანილი ორი მაგალითი, დიდი სურათის გამოხატულებაა. რაც უტყუარად ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი ისე ჰგავს საბჭოთა კავშირს, როგორც დღე ღამეს და ნათელი ბნელს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა