ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შეერთებულმა შტატებმა ევროპა ახლა დაიმორჩილა-ლავროვი

ნახვები: 624 შეერთებულმა შტატებმა ევროპა ახლა დაიმორჩილა-ლავროვი

შეერთებულმა შტატებმა ევროპა ახლა დაიმორჩილა ისე, როგორც ამას თავის დროზე ნაპოლეონი და ჰიტლერი ცდილობდნენ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მოგეხსენებათ, უბრალოდ შემდეგი შედარება მახსენდება: ერთ დროს ნაპოლეონმაც და ჰიტლერმაც ევროპის დამორჩილების ამოცანა დაისახეს. ახლა ამერიკელებმა დაიმორჩილეს ის. გასაგებია, რომ ნატო-ში კითხვები საერთოდ არ არსებობს და ევროკავშირს მისი ადგილი მიანიშნეს", - აღნიშნა ლავროვმა.

ლავროვის თქმით, ამაზე განსაკუთრებით ნათლად მეტყველებს პროექტ „ჩრდილოეთის ნაკად 2"-თან დაკავშირებით არსებული ვითარება.

„ჩრდილოეთი ნაკადი 2"-ის ისტორიამ მშვენივრად აჩვენა, თუ რა რეალური ადგილი უკავია ევროკავშირს მსოფლიო ასპარეზზე. უბრალოდ აიძულეს ეს. სწორედ ასე იქმნება სურათი მსოფლიო ასპარეზზე, ჰოლივუდის მსგავსად: არის აბსოლუტური ბოროტება და აბსოლუტური სიკეთე. აბსოლუტური სიკეთე, რა თქმა უნდა, განსახიერებულია პერსონაჟში, რომელიც ფაქტობრივად, ამ მძაფრსიუჟეტიანი ფილმის სცენარისტია, სამწუხაროდ. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დიალოგისთვის ერთი უცვლელი პირობით - მხოლოდ თანასწორობისა და ერთმანეთის ინტერესების პატივისცემის, გათვალისწინების საფუძველზე", - დაამატა ლავროვმა.

ასევე, პრესკონფერენციაზე ლავროვმა აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნები გვერდს უვლიან რუსეთის წინადადებებს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურასთან დაკავშირებით.

„შემთხვევითი როდია, რომ დასავლეთი თავს არიდებს რეაქციას, ჩვენს აბსოლუტურად მკაფიო წინადადებებს, რომელიც ეფუძნება არსებულ შეთანხმებებს ევროპაში უსაფრთხოების არქიტექტურასთან დაკავშირებით", - განაცხადა ლავროვმა.

ლავროვის თქმით, რუსეთი ვეღარ დაუშვებს რუსეთის ფედერაციაზე პირდაპირი თავდასხმის საფრთხეს უკრაინის ტერიტორიიდან.

„ზოგადად, ეს არ არის მხოლოდ უკრაინის სიტუაცია, არა მხოლოდ ამ ქვეყნის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის პრევენცია, არა მხოლოდ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე გენოციდის გამოვლინებების და ნებისმიერი ძალადობის აღკვეთა და უკრაინელებისთვის საკუთარი ბედის თავად განსაზღვრის შესაძლებლობა, არამედ ეს ეხება მსოფლიო წესრიგს", - განაცხადა ლავროვმა.

ლავროვის თქმით, უკრაინის მომავლის საკითხი, მათ შორის ქვეყნის ლიდერის არჩევა, უკრაინელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ამ ქვეყანაში მცხოვრებ სხვა ხალხებთან ერთად. „თავად უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია, უფრო სწორად, მრავალეროვნულ უკრაინაში მცხოვრებმა ყველა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, როგორ გააგრძელოს ცხოვრება უკრაინაში და ვინ აირჩიოს ამ ქვეყნის სათავეში", - განაცხადა ლავროვმა.

ამასთან, როგორც ლავროვმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ სანქციების ერთადერთი ალტერნატივა მესამე მსოფლიო ომია და მესამე მსოფლიო ომი შეიძლება იყოს, მხოლოდ „ბირთვული ომი".

ლავროვის განცხადებით, ეს მხოლოდ „დასავლელი პოლიტიკოსების თავებშია და არა რუსი ხალხის გონებაში".

„თუ ჩვენ წინააღმდეგ რეალური ომია, მაშინ ვინც ასეთ გეგმებს აწყობს, ამაზე უნდა იფიქრონ. ჩემი აზრით, ასეთი გეგმები კეთდება", - განაცხადა ლავროვმა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა