ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საფრანგეთმა რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ხელმძღვანელის, იგორ სეჩინის იახტა დააყადაღა

ნახვები: 619 საფრანგეთმა რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ხელმძღვანელის, იგორ სეჩინის იახტა დააყადაღა

საფრანგეთის ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში, რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიის, „როსნეფტის" ხელმძღვანელის, იგორ სეჩინის იახტა დააყადაღა.

როგორც „ბიბისი" საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, საბაჟო აგენტებმა იახტა გვიან ღამით მას შემდეგ დააყადაღეს, რაც გაირკვა, რომ სეჩინს გემის მფლობელი კომპანიის აქციების უმრავლესობა ეკუთვნის.

იახტა საფრანგეთში, მარსელში რემონტისთვის ჩავიდა, თუმცა დაყადაღების დროს ხომალდი დაგეგმილი სამუშაოების დასრულების გარეშე, სასწრაფოდ უკან გასამგზავრებლად ემზადებოდა.

ამასთან, გამოცემა „ფორბსი" წერს, რომ გერმანიის ქალაქ ჰამბურგში დააყადაღეს რუსი მილიარდერის ალიშერ უსმანოვის იახტა, რომელიც 600 მილიონამდე დოლარი ღირს.

გუშინ კონგრესში ყოველწლიური გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ევროპელ მოკავშირეებთან იპოვის და დააყადაღებს მათ იახტებს, ძვირადღირებულ ბინებს და კერძო თვითმფრინავებს.

„მე ვეუბნები რუს ოლიგარქებსა და კორუმპირებულ ლიდერებს, რომლებმაც მილიონობით დოლარი იშოვეს ამ ძალადობრივი რეჟიმით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი რეაგირების გარეშე არ დატოვებს რუსი ოლიგარქების დანაშაულებს, ევროპელ მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ ვიპოვით და დავაყადაღებთ მათ იახტებს, ძვირადღირებულ ბინებსა და კერძო თვითმფრინავებს. ჩვენ მოვდივართ თქვენი არაკეთილსინდისიერი შენაძენებისთვის", - განაცხადა ბაიდენმა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა