დრონებით თავდასხმის შემდეგ ოკუპირებული ხერსონის ნაწილი, ყირიმი და დონეცკი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
მიხეილ სააკაშვილი: ზურაბიშვილი ზელენსკისგან ჩემს დაკავებასა და საქართველოში გადაცემას ითხოვდა
მიხეილ სააკაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, რომელიც საქართველოს ჰყოლია
ირაკლი კობახიძე: 78-ე მუხლი ევროინტეგრაციისთვის ყველა გონივრული ზომის მიღებას გულისხმობს და არა ეროვნული ინტერესების დათმობას
გოჩა მირცხულავა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად „საქართველოს ეროვნული შეთანხმების აქტის“ პროექტს აქვეყნებს
ოკუპირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
კობახიძე: ანაკლიის პორტზე მიმდინარე სამუშაოების ღირებულება 151.4 მილიონ დოლარამდე შემცირდა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“: სტრასბურგის სასამართლომ „ფარასა“ და „გრანტების შესახებ“ კანონებზე საჩივრების განხილვა დაიწყო

ზელენსკის მიმართვა: მხარი დაუჭირეთ უკრაინას

04.03.2022 ნახვები: 568

უკრაინის პრეზიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვის ფორმატში თბილისსა და ევროპის 6 ქალაქში შეკრებილ ხალხს მიმართა. მათ ვინც უკრაინის მხარადასაჭრად გამოვიდა ამ ქალაქების ქუჩებში.

ზელენსკიმ მადლობა გაუდახადა ხალხს და განაცხადა, რომ სურს თავისი სამწუთიანი გამოსვლის პირველი წუთი დაუთმოს დაღუპული სამხედროების, პოლიციის, მესაზღავრეების და დაზვერვის თანამშრომლების ხსოვნის პატივისცემას.
"მეორე წუთის განმავლობაში მინდა წუთიერი დუმილით პატივი მივაგო ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეების და ბავშვების ხსოვნას",- თქვა ზელენკიმ.
„მესამე წუთის განმავლობაში მინდა მოგმართოთ თქვენ - ევროპის ხალხს. ნუ გაჩუმდებით, გამოდით ქუჩაში და მხარი დაუჭირეთ უკრაინას. მხარი დაუჭირეთ ჩვენს თავისუფლება, ვინაიდან ეს არის გამარჯვება, გამარჯვება არა მხოლოდ რუსეთის მებრძოლებზე, ეს არის სინათლის გამარჯვება სიბნელეზე, ეს ბოროტებაზე გამარჯვებაა, თავისუფლების გამარჯვება იმაზე რაც ახლა უკრაინაში ხდება, თუ დაეცა უკრაინა დაეცემა მთელი ევროპა, თუ გაიმარჯვებს უკრაინა გაიმარჯვებს მთელი ევროპა",- თქვა ზელენსკიმ."მინდა გითხრათ ევროპელ ხალხს - ნუ იქნებით ჩუმად. გამოდით გარეთ. მხარი დაუჭირეთ უკრაინას. მხარი დაუჭირეთ ჩვენ ბრძოლასა და მიზნებს. რადგან თუ უკრაინა მტკიცედ არ იდგება, ვერც ევროპა იდგება. თუ უკრაინა დაეცემა, ევროპაც დაეცემა. გთხოვთ ჩუმად ნუ იქნებით, ნუ აიფარებთ თვალზე ხელს, გამოდით გარეთ და მხარი დაუჭირეთ უკრაინას, იმ სიძლიერით რა სიძლიერითაც შეგიძლიათ.

თუ ჩვენ მოვიგებთ და მე მჯერა, რომ მოვიგებთ, ეს იქნება გამარჯვება დემოკრატიული სამყაროსთვის, ეს იქნება ჩვენი თავისუფლების გამარჯვება, ეს იქნება გამარჯვება სიკეთისა ბოროტებაზე, და თუ ჩვენ მოვიგებთ ჩვენ გავხდებით ისეთივე გაბრწყინებული როგორც ევროპა, ევროპა კი აყვავდება ისე როგორც არასდროს. დიდება უკრაინას.

ფრანკფურტი, პრაღა, ბრატისლავა, პარიზი, თბილისი, ვილნიუსი - თქვენ ყველანი უკრაინელები ხართ დღეს და მადლობა ამისთვის", - მიმართა ზელენსკიმ საზოგადოებას.

"დიდება უკრაინას",- ამ სიტყვებით დაასრულა ზელენსკიმ მიმართვა, რომელსაც იგივე სიტყვებით უპასუხებ მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილებმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა