ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ჯანმო მთავრობებს მოუწოდებს, შეასრულონ ვალდებულებები ვაქცინების გლობალური მასშტაბით სამართლიან განაწილებაზე

ნახვები: 591 ჯანმო მთავრობებს მოუწოდებს, შეასრულონ ვალდებულებები ვაქცინების გლობალური მასშტაბით სამართლიან განაწილებაზე

ჯანმო-ს მიერ კორონავირუსის შესახებ პირველი მოხსენების გამოქვეყნებიდან ერთი წლის შემდეგ, კორონავირუსის საწინააღმდეგო სხვადასხვა ვაქცინით მაღალი რისკის მოსახლეობის ვაქცინაცია 30-ზე მეტმა ქვეყანამ დაიწყო, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

მისი თქმით, სამეცნიერო საზოგადოებამ ვაქცინების შემუშავების ახალი სტანდარტი დანერგა და ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესი საკითხი ვაქცინების სამართლიანი განაწილებაა.

„სამეცნიერო საზოგადოებამ ვაქცინების შემუშავების ახალი სტანდარტი დაადგინა. ახლა საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა შექმნას ვაქცინებზე წვდომის უზრუნველყოფის ახალი სტანდარტი,"- აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

მან ქვეყნების მთავრობებს ვაქცინების განაწილების საკითხზე თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

„ჯანდაცვის მუშაკებისა და დაავადების მძიმე ფორმის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირების ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი გზაა ჯანდაცვის სისტემების სტაბილიზაციის, ყველა აუცილებელი ჯანდაცვის სერვისის ამოქმედებისა და გლობალური ეკონომიკური აღდგენისთვის.

მოვუწოდებ ყველა მთავრობას, ითანამშრომლონ და შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები ვაქცინების გლობალური მასშტაბით სამართლიან განაწილებასთან დაკავშირებით,"- განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ 2020 წლის 30 იანვარს, პანდემიად კი - 11 მარტს გამოაცხადა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა