ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულებმა საპატიმრო დატოვეს

ნახვები: 594 ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულებმა საპატიმრო დატოვეს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულმა თენგიზ ბარბაქაძემ, მორაგბე ნიკოლოზ ჟვანიამ, ნიკოლოზ ცუცქირიძემ, ძიუდოისტმა გიგა ტატიაშვილმა და ირაკლი მუმლაძემ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ინფორმაცია სააგენტოს მსჯავრდებულების ადვოკატებმაც დაუდასტურეს.

მსჯავრდებულები ციხიდან მას შემდეგ გათავისუფლდნენ, რაც 5-5 წლით მისჯილი სასჯელი სრულად ამოწურეს.

ცნობისთვის, 19 წლის გიორგი შაქარაშვილი 2020 წლის 19 ივნისს გაუჩინარდა, ის 4 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით საერთო ჯამში 17 პირი იყო დაკავებული. მათგან 5 პირი გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის არის გასამართლებული, მათგან სამ სრულწლოვანს - არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და ვახტანგ ჩიქოვანს სასამართლომ 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, დანაშაულის ჩადენის დროს ორ არასრულწლოვანს კი 10 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ბრალდებულების ნაწილი ჯგუფური ძალადობისა და მასში მონაწილეობისთვის, ასევე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვის გასამართლდნენ.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა