ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

მიხეილ სააკაშვილი - 4 ოქტომბრის ერთ-ერთი მთავარი არასწორი გათვლა იყო რეჟიმის სწრაფი ჩამოშლის შესაძლებლობის გადაჭარბებით შეფასება

ნახვები: 595 მიხეილ სააკაშვილი - 4 ოქტომბრის ერთ-ერთი მთავარი არასწორი გათვლა იყო რეჟიმის სწრაფი ჩამოშლის შესაძლებლობის გადაჭარბებით შეფასება

რეჟიმის სრული დელეგიტიმაცია არის გამარჯვების ერთადერთი გზა- რეჟიმის 100%-იანი დელეგიტიმაციის ორი გზა არსებობს: პროტესტების შემდგომი გამძაფრება და საერთაშორისო არენაზე რეჟიმის მხილება , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგოც სააკაშვილი აღნიშნავს, არსებობს „რეჟიმის შიდა რყევები“, მაგრამ იმისათვის, რომ ამან „დიქტატურაში მინიმუმ შიდა ნგრევა გამოიწვიოს“, საჭიროა 400-500 ათასი ადამიანის შეკრება.

“რეჟიმის სრული დელეგიტიმაცია არის გამარჯვების ერთადერთი გზა.

4 ოქტომბრის ერთ-ერთი მთავარი არასწორი გათვლა იყო რეჟიმის სწრაფი ჩამოშლის შესაძლებლობის გადაჭარბებით შეფასება, ამაში საკუთარი თავის დარწმუნება და როგორც ჩანს „ქოცების“ მიერ შემოგდებული თემების, მათ შორის ათონელის სასახლის უკრიტიკო მიღება.

რა თქმა უნდა, სინამდვილეში არსებობს რეჟიმის შიდა რყევები, მაგრამ იმისათვის, რომ ამან დიქტატურაში მინიმუმ შიდა ნგრევა გამოიწვიოს, საჭიროა 400-500 ათასი ადამიანის შეკრება.

რეჟიმის სრული შიდა და გარე დელეგიტიმაცია, ან ორივე ერთად რეჟიმის დელეგიტიმაცია სადღაც 80%-ით უკვე მომხდარია, სწორედ ამიტომ "ადგილობრივ არჩევნებში" მონაწილეობა იყო სრულიად უპატიებელი ცოდვა, იმიტომ, რომ მისი ამოცანა იყო რაღაცის ნაცვლად (თვითონ ხვდებით ალბათ რისიც) რეჟიმისთვის ლეგიტიმაციის ამაღლება.

რეჟიმის 100%-იანი დელეგიტიმაციის ორი გზა არსებობს. პროტესტების შემდგომი გამძაფრება და საერთაშორისო არენაზე რეჟიმის მხილება.

ეს უნდა გავაკეთოთ ყველამ, ვინც რეჟიმთან არანაირად არ თანამშრომლობს. ამის ადამიანური და ინტელექტუალური რესურსი ნამდვილად გაგვაჩნია”,-წერს სააკაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა