მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

ანა წითლიძე - პარტიების აკრძალვა დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლას ვერ შეაფერხებს

ნახვები: 606 ანა წითლიძე - პარტიების აკრძალვა დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლას ვერ შეაფერხებს

„ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ერთი ფარატინა ქაღალდი ან იუსტიციის სამინისტროს ბეჭედი. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ფასეულობები, ღირებულებები - დიქტატორები ცდებიან! პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ვერ შეაფერხებს ბრძოლას დიქტატურის წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვასაც გეგმავს.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის რას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო. ჩვენ არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეიძლება ჰქონდეს „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებული პოზიცია. ყველამ იცის ამ ქვეყანაში, რომ საკონსტიტუციო სასამართლოც არის „ქართული ოცნების“ და ამ პარტიული ორგანიზაციის ჩვეულებრივი დანამატი. ჩვენ გვითქვამს არაერთხელ და გავიმეორებ, რომ როგორიც არ უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ქვეყნის შიგნით გავაგრძელებთ ბრძოლას, მანამ სანამ რუსული საოკუპაციო რეჟიმი არ დამარცხდება. როგორ, რა ფორმით ამას საზოგადოება ნახავს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ. „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ერთი ფარატინა ქაღალდი ან იუსტიციის სამინისტროს ბეჭედი. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ფასეულობები, ღირებულებები და მისი თითოეული წევრის მოტივაციაა, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება. ჩვენ ცხადია ვაპირებთ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მივმართოთ და გავასაჩივროთ. მოლოდინი იმის, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ეს იქნება დამაბრკოლებელი ან ის გაითვალისწინებს ამ გადაწყვეტილებას, ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს. პოლიტიკური პარტიების გაუქმება არის მთლიანად არაკონსტიტუციური პროცესი, რომელსაც დიქტატორები მაშინ მიმართავენ, როდესაც ხედავენ საფრთხეს საკუთარი ძალაუფლების დაკარგვის. დიქტატორები ამ შემთხვევაშიც ცდებიან, იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, რა თქმა უნდა, დამატებით გამოწვევებს გააჩენს თავად ამ პოლიტიკური პარტიებისა და ქვეყნისთვის, მაგრამ ეს ვერ შეაფერხებს ვერცერთი ადამიანის ბრძოლას დიქტატურის წინააღმდეგ“,- განაცხადა ანა წითლიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა