ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი იკვეხნიდა მოკავშირეებთან, რომ რუსეთი დონბასის მთელი რეგიონის ოკუპაციას 15 ოქტომბრამდე მოახდენდა, მაგრამ ამის გაკეთება არ შეუძლია

ნახვები: 614 ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი იკვეხნიდა მოკავშირეებთან, რომ რუსეთი დონბასის მთელი რეგიონის ოკუპაციას 15 ოქტომბრამდე მოახდენდა, მაგრამ ამის გაკეთება არ შეუძლია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უარყოფს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების ბოლოდროინდელ განცხადებებს, რომ რუსეთი ფრონტის ხაზზე წინ მიიწევს.

უკრაინის პრეზიდენტმა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს ცრუ ინფორმაციაა და რომ აშშ-ის დაზვერვის მონაცემების მიხედვითაც, „ამჟამად ბრძოლის ველზე არავინ იმარჯვებს“.

ზელენსკის თქმით, უკრაინის დაზვერვამ დაადგინა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი პირადად იკვეხნიდა მოკავშირეებთან, რომ რუსეთი დონბასის მთელი რეგიონის ოკუპაციას 15 ოქტომბრამდე მოახდენდა.

„რუსეთს ამის გაკეთება არ შეუძლია. მას საკმარისი ხალხი არ ჰყავს. მისი ძლიერი ბატალიონები განადგურებულია. დღეს ბრძოლის ველზე ჩვენ ძირითადად იქ ვრჩებით, სადაც ბოლო 2-3 თვის განმავლობაში ვიდექით“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, მისმა გენერლებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ 2025 წელს რუსეთის 346 000 ჯარისკაცი დაიღუპა და დაშავდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა