War update: 312 clashes on front lines over past day, Pokrovsk axis most active
Russian army loses 1,250 troops in war against Ukraine over past day
Ukrainian Air Force shows F-16 shooting down Shahed drone
Russians face growing difficulties accessing high-speed internet – intelligence
Finland allocates €3M to support UN Women in Ukraine initiative
AFU soldiers capture 11 Russian servicemen in Zaporizhzhia sector
German charity Ukraine-Hilfe sends over €10M in humanitarian aid to Ukraine
Defense Forces destroy self-propelled artillery in Pokrovsk, which Russians planned to use to cover assault

ზურაბ ჯაფარიძე - მოულოდნელი და ექსტრაორდინარული არაფერი ხდება

31.10.2025 ნახვები: 393

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ეხმაურება "ქართული ოცნების" საკონსტიტუციო სარჩელს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით.

ციხიდან გავრცელებულ წერილში ჯაფარიძე წერს, რომ უშუალოდ "კოალიცია ცვლილების" აკრძალვით ერთობა აკრძალეს, ამით კი, მისი თქმით, ხელისუფლებამ აჩვენა რისი ეშინიათ - ძალების კონსოლიდაციის.

ჯაფარიძის განმარტებით, რომელი პარტიის ქოლგის ქვეშაც არ უნდა გაერთიანდნენ კოალიციის წევრები, იმ პარტიასაც აკრძალავენ.

ჯაფარიძე, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს აქციებში ხედავს - ქუჩა, ძალების კონსოლიდაცია და ერთიან სტრატეგიაზე შეთანხმება. რუსთაველზე ყოველდღე როცა შეგიძლია!".

“ვნახოთ, რა იქნება საკონსტიტუციოში” არის სისულელე. ამას ვინც ამბობთ, გამოდის, რომ უშვებთ საკონსტიტუციომ რუსების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღოს. ანუ ვერ აცნობიერებთ ჯერ კიდევ სად ვცხოვრობთ, რა რეალობაში.

აქვე ბარემ, რადგან საკონსტიტუციოზეა საუბარი, "ლელოს" სარჩელი და სამართლებრივი გზების ცდა და ამ მხრივ ყველა რესურსის ამოწურვა - სწორია, მაგრამ ეს არის ტექნიკური ამბავი და ამის წარმოჩენა ისე, თითქოს ახლა მანდ გადის ბრძოლის მთავარი ხაზი, არის ტყუილი. აღარ არის ასეთების დრო.

“ვერ გაბედეს ინდივიდუალურად აეკრძალათ პოლიტიკური საქმიანობა, რადგან კონსტიტუცია არ იძლევა ამის შესაძლებლობას” - ასევე არის სისულელე.

თუ კიდევ გჯერათ, რომ ამათ აღელვებთ რა წერია კონსტიტუციაში, ან რას იტყვის ვენეციის კომისია ან სტრასბურგი, ე.ი ვერ ხვდებით სად ხართ უკვე. ამ გზით არ წავიდნენ იმის გამო, რომ დაიტოვეს უფრო დისკრეცია და ეს გასაგებად ახსნა სულ, რომ აწყვეტილი აქვს ღილი იმ ზებრამ.

ჩვენი კოალიციის აკრძალვაზე - სინამდვილეში აკრძალეს ჩვენი ერთობა. ამის გააზრება მნიშვნელოვანია, რადგან აჩვენებს ზუსტად რისი ეშინიათ რუსებს - ძალების კონსოლიდაციის.

2024-ში "დროას", რომ ჰქონდა ნომერი - 1, ჩვენი კოალიცია დიდი ალბათობით "დროას" ბაზაზე გაკეთდებოდა.

ამიტომ, მნიშვნელოვანი არ არის აკრძალული კოალიციის სახელწოდება, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ერთობა აკრძალეს. რომელი პარტიის ქოლგის ქვეშაც არ უნდა გავერთიანდეთ, იმ პარტიასაც აკრძალავენ.

ერთადერთი წინასაარჩევნო კოალიცია ვართ, რომელიც არ დავშლილვართ.

რუსებმა გვითხრეს 2 რამე: ა. თუ შეეცდებით შექმნათ ძალა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ხელისუფლებაში ყოფნას - ავკრძალავთ; ბ. თუ შეეცდებით შექმნათ ძალა, რომელიც საფრთხეს ვერ შეუქმნის ჩვენს ხელისუფლებაში ყოფნას, მაგრამ არ აღიარებს ჩვენს მიერ გაყალბებული არჩევნების შედეგებს - ავკრძალავთ.

თუ დავწურავთ, ეს ორი იყო მთავარი მესიჯი. ანუ ეშინიათ ძალების კონსოლიდაციის და კონსოლიდირებულად შიდა ლეგიტიმაციის ვერ მიღების. დაახლოებით იმის, რაც ახლა სჭირთ. ამის გააზრებაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გვესმოდეს, რა არის გასაკეთებელი.

ზედა ორი გზავნილით კრემლმა ასევე განსაზღვრა, რა შემთხვევაში დატოვებს პოლიტიკურ ძალას ლეგალურ თამაშში:

ა. ისე უნდა მიიღო ცირკში მონაწილეობა, რომ საფრთხე არ შეუქმნა რუსულ ხელისუფლებას; ბ. არ უნდა თქვა, რომ ცირკია.

თუ ამ ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებ, გექნება 10,000 ლარიანი ხელფასი, კაბინეტი, მივლინებები, მანქანა, პარტიული დაფინანსება და შენს ოჯახის წევრს რამდენიმე ტენდერსაც გადმოუგდებენ.

ანუ უნდა იყო რუსების "ჩმორი" ... ყველა ასეთი გამოჩნდება. არაფერი დაიმალება.

“დაკავშირებული პირების” ხსენება ნიშნავს, რომ სულ რომ პოლიტიკასთან არ ჩაუვლია ისეთმა ხალხმაც რომ შექმნან ახალი პარტია, ამ პარტიის სიაში თუ იპოვეს თუნდაც 1 ადამიანი, რომელიც მონაწილეობას იღებდა რომელიმე ანტისამთავრობო აქციაში, ამ პარტიასაც აკრძალავენ (თუ საფრთხე დაინახეს). აი ამის გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისედაც ისმის კაი ხანია, ჩემი აზრით, სასაცილო საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი პარტიაა საჭირო. კრემლის გათვლაც ამაზეა, რომ ახლა ვიღაცებმა დაიწყონ ახალი პარტიების კეთება, იმის იმედად, რომ ძლიერი მოთამაშეები აკრძალეს, მერე მათ ხარჯზე ლეგიტიმაციის მიღება და მერე, თუ ვინმე მართლა მოძლიერდა (რისი შანსიც მიზერულია), იმათი აკრძალვაც. დროს მოიგებენ ასე. ჩვენ დროს დავკარგავთ.

და ბოლოს - არაფერი მოულოდნელი და ექსტრაორდინარული არ ხდება. დიდი ხანია ცხადი იყო, რომელ გზას ადგნენ.

ქუჩა არის ერთადერთი ბრძოლის ხაზი, რომელიც საგარეო წნეხთან ერთად ჩამოშლის ამ რეჟიმს.

ქუჩა, ძალების კონსოლიდაცია და ერთიან სტრატეგიაზე შეთანხმება.

რუსთაველზე ყოველდღე როცა შეგიძლია!“, - წერს ჯაფარიძე წერილში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა