პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

ელისო კილაძე - მაბრალებენ იმას, რაც მე დავიწყე ქვეყანაში: ქოლ-ცენტრების მხილება - საქმეში ჩემი დანაშაულია, რომ დავით მიქაძის მეგობარი ვარ და ჯანგველაძის მკვლელობას ვაშუქებდი

ნახვები: 320 ელისო კილაძე - მაბრალებენ იმას, რაც მე დავიწყე ქვეყანაში: ქოლ-ცენტრების მხილება - საქმეში ჩემი დანაშაულია, რომ დავით მიქაძის მეგობარი ვარ და ჯანგველაძის მკვლელობას ვაშუქებდი

ძალიან კარგად ვიცი, რომ ჩემს მიმართ დაინტერესება აქვს სუს-ის უფროსს, მამუკა მდინარაძეს. მთავარი პროკურორი არის მისი მეგობარი და კურსელი , - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ბრალდებულმა ჟურნალისტმა ელისო კილაძემ განაცხადა.

სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ელისო კილაძემ პროცესის დახურვა გააპროტესტა.

მისი თქმით, მას ედავებიან იმ საქმიანობას, რომელიც თავად დაიწყო - ქოლ-ცენტრების სქემების მხილება.

“მაბრალებენ იმას, რაც მე დავიწყე ქვეყანაში - ქოლ-ცენტრების მხილება. მაბრალებენ, რომ თურმე იმიტომ ვაკეთებდი, ხელი შემეშალა კონკურენტებისთვის. ყველაზე მთავრი, ორგანიზებული ჯგუფის წევრად ვარ მოყვანილი, რომლის სამ წევრს ფიზიკურად არ ვიცნობ. ოთარ ფარცხალაძეს არ ვიცნობ. არ ვიცნობ მიხეილ ჩოხელს. გიორგი მიქაძე პროცესზე გავიცანი. დავით მიქაძეს და მერაბ სეხნიაშვილს ვიცნობ, ჩემი მეგობრები არიან. ანუ ამ საქმეში ჩემი დანაშაული არის ის, რომ დავით მიქაძის მეგობარი ვარ და ჯანგველაძის მკვლელობას ვაშუქებდი ისე, როგორც ვაშუქებდი.

რატომ უნდა დაიხუროს სხდომა, როდესაც ჟურნალისტი ვარ. დარბაზში ჩემი კოლეგები სხედან. მინდა, რომ ამ ადამიანებს პირდაპირ და ღიად ველაპარაკო. ჩვენი პროფესია საჯაროობას გულისხმობს. პროკურატურა გახდა ჩაკეტილი სივრცე.

ძალიან კარგად ვიცი, რომ ჩემს მიმართ დაინტერესება აქვს სუს-ის უფროსს, მამუკა მდინარაძეს. მთავარი პროკურორი არის მისი მეგობარი და კურსელი. მესმის ყველაფერი, საჯაროობა არ შედის თქვენს ინტერესებში, მაგრამ შედის ჩემს ინტერესებში. ამ რეპუტაციით ამ ქვეყანაში ცხოვრებას არ ვაპირებ, ისევე, როგორც არანაირ საპროცესო გარიგებაზე , აღიარებაზე და კომპრომისზე არ წავალ, რადგან სასწორზე დევს ჩემი, როგორც ჟურნალისტის სახელი და გვარი.

არ ვეთანხმები ამ შუამდგომლობას, მინდა საჯაროობა.

ამ მოწმეებს 20 წელია ვიცნობ”, - განაცხადა ელისო კილაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა