პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

სასამართლომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ელისო კილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ნახვები: 299 სასამართლომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ელისო კილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

სასამართლოს გადაწყვეტილებით ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებული ექვსივე პირის მიმართ გამოყენებული იქნა პატიმრობა. ამის შესახებ საქმის პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა განაცხადა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, რომელიც დახურულ რეჟიმში ჩატარდა.

კერძოდ, სასამართლო დღეს განიხილავდა ოთარ ფარცხალაძის, დავით და გიორგი მიქაძეების, ირაკლი სეხნიაშვილის, მიხეილ ჩოხელის, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძისა და გიორგი კამლაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხს, რომელთაგან ნაწილი ქვეყანაში არ იმყოფება და შესაბამისად, მათ პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ.

პროკურორის თქმით, ელისო კილაძემ პროცესზე განმარტა, რომ ოთარ ფარცხალაძეს ქოლცენტრები არ ჰქონდა, სხვა შემთხვევაში მასაც ამხელდა.

„გივი ჯიბლაძეს, გიორგი კამლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძეს - დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებს და ამას არც თვითონ უარყოფდა დღეს პროცესის მიმდინარეობისას. მან დღეს დაადასტურა დავით მიქაძესთან და ირაკლი სეხნიაშვილთან ახლო მეგობრობა. ასევე დაადასტურა, რომ გიორგი მიქაძეს იცნობს. მხოლოდ განმარტა, რომ ოთარ-რომანოვ ფარცხალაძეს არ იცნობს. მანვე განმარტა, რომ მას[ფარცხალაძე] არ ჰქონდა ქოლცენტრები, სხვა შემთხვევაში მასაც ამხელდა“, - განაცხადა პროკურორმა.

პროკურორის თქმით, ბრალდების მხარემ შუამდგომლობაში მიუთითა, რომ არსებობდა მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

„სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით. ექვსივე ბრალდებულთა მიმართ გამოყენებული იქნა პატიმრობა. ელისო კილაძე და გიორგი მიქაძე არ არიან მიმალულები, შესაბამისად ისინი განთავსდებიან პენიტენციურ დაწესებულებაში.

ბრალდების მხარემ ექვსივე ბრალდებულთან მიმართებით დაასაბუთა აღკვეთის ღონისძიების როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძველი. კერძოდ, ბრალდების მხარემ მიუთითა, რომ მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობდა, რაც სასამართლომ გაიზიარა“, - განაცხადა პროკურორმა.

ინფორმაციისთვის, საქმე ეხება ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და ფულის გათეთრებას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა