პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

ვოლოდიმირ ზელენსკი - მზად ვართ რეალური კომპრომისებისთვის

ნახვები: 332 ვოლოდიმირ ზელენსკი - მზად ვართ რეალური კომპრომისებისთვის

მზად ვართ რეალური კომპრომისებისთვის, მაგრამ არა კომპრომისებისთვის ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ხარჯზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Kyodo News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მზად ვართ ვისაუბროთ კომპრომისებზე შეერთებულ შტატებთან. მაგრამ არა იმისთვის, რომ რუსებისგან ისევ და ისევ მივიღოთ ულტიმატუმები. ისინი აგრესორები არიან. ყველამ აღიარა ეს. ეს არ შეცვლილა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ბევრი ქვეყანა, რომელიც ომის დასაწყისიდანვე იყო ან ცდილობდა ყოფილიყო შუამავალი, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში, ასევე სხვა ქვეყნებში, ყველა აღიარებს, რომ რუსეთი აგრესორია.

„ამიტომაც უკვე ჩვენი მხრიდან კომპრომისია, რომ აგრესორთან კომპრომისებზე ვსაუბრობთ. „დავრჩეთ იქ, სადაც ვართ“ - ეს დიდი კომპრომისია. მათ ჩვენი ტერიტორიის თითქმის 20% წაიღეს. და ჩვენ მზად ვართ ამ მომენტში მშვიდობაზე ვისაუბროთ „დავრჩეთ იქ, სადაც ვართ“-ს საფუძველზე. ეს დიდი კომპრომისია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა მზად არის კომპრომისებისთვის, მაგრამ არა ულტიმატუმებისთვის.

„რას გვთავაზობს რუსეთი კომპრომისად? რისთვის არიან მზად? მათ თქვეს: „ჩვენ მზად ვართ არ დავიკავოთ თქვენი სხვა რეგიონები“. მაგრამ ეს ტერორიზმია. ეს ტონიც კი ტერორიზმია. „მზად ვარ, არ მოგკლათ - მოგვეცით ყველაფერი“. რას ნიშნავს ეს? ეს კომპრომისი არ არის. ეს ულტიმატუმია. სწორედ ამიტომ ვთქვი: მზად ვართ, კომპრომისებისთვის, რომელიც პატივს სცემს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენს არმიას, ხალხს და შვილებს, მაგრამ ჩვენ მზად არ ვართ ულტიმატუმებისთვის“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა